პრესრელიზი
20 თებერვალი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge
flydubai ოპერირებას ჯუბას მიმართულებით იწყებს
ავიაკომპანია flydubai რეისების შესრულებას სამხრეთ სუდანის რესპუბლიკაში იწყებს
დუბაის ინოვაციური ავიაკომპანია flydubai ფრენების შესრულებას სამხრეთ სუდანის რესპუბლიკის დედაქალაქის ჯუბას მიმართულებით იწყებს. პირველი რეისი 2013 წლის 21 აპრილს შესრულდება. ავიაკომპანია დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მეორე ტერმინალიდან ჯუბას აეროპორტის მიმართულებით კვირაში 4 რეისს შეასრულებს.
flydubai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გაიტ ალ გაიტმა ამ მოვლენსათან დაკავშირებით განაცხადა: მოხარული ვარ ჯუბას მიმართულებით პირდაპირი რეისი დანიშვნით. ამ რეისის დანიშვნით ჩვენს კომპანიას საშუალება ეძლევა გააფართოვოს აფრიკის ქსელი და სულ უფრო მეტი ახალი, აქამდე აუთვისებელი ქალაქები და ქვეყნები მოიცვას. ჯუბას რეისის დამატებით flydubai-ს ქსელი 32 ექსკლუზიურ მიმართულებამდე გაიზარდა. ამ მიმართულებით გაერთიანებული არაბეთის საემიროებიდან მხოლოდ flydubai ასრულებს პირდაპირ ფრენებს.
ფრენების განრიგი:
flydubai ჯუბას მიმართულებით კვირაში ოთხ რეისს შეასრულებს. ფრენები განხორციელდება ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, პარასკევს და შაბათს. რეისი ნომრით FZ611 დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მეორე ტერმინალიდან 10.10 საათზე გაფრინდება და ჯუბას აეროპორტში ადგილობრივი დროით 14.00 საათზე დაეშვება. ჯუბადან რეისი ნომრით FZ612 15.00 საათზე გამოფრინდება და დუბაის საერთაშორისო აეროპორტში ადგილობრივი დროით 21.15 საათზე დაეშვება. ჯუბას მიმართულებით ფრენის ღირებულების საწყისი ფასი 2380 დირჰამი, ხოლო ჯუბადან დუბაის მიმართულებით 650 აშშ დოლარი იქნება. ფასები შეიცავს ყველა საბაჟო მოსაკრებელს, 7კგ-მდე ხელბარგის და პატარა ზომის ნოუთბუქის ჩანთის ტრანსპორტირების საფასურს. 20 კგ. შემოწმებული ბარგის ღირებულება 50 დირჰამიდან იწყება. ვიპ სავარძელი დამატებით 100 დირჰამი დაგიჯდებათ.
ბილეთების შეძენა flydubai.com ინტერნეტგვერდის, ქოლ ცენტრის (+971 4 231 1000) ან პარტნიორი კომპანიის მეშვეობითაა შესაძლებელი. flydubai.com -ის მეშვეობით ავტომობილის დაქირავება და დაზღვევის შეძენაც ხელმისაწვდომია მოგზაურობის მსურველთათვის.