ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
flydubai პარტნიორი ტურისტული სააგენტოების ქსელს აფართოებს
14/12/2012

 


პრესრელიზი


14 დეკემბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge

flydubai პარტნიორი ტურისტული სააგენტოების ქსელს აფართოებს

დაჯავშნის და ანგარიშსწორების გეგმაზე შეთანხმება უფრო მეტ ტურისტულ კომპანიას მისცემს საშუალებას ისარგებლოს flydubai-ს დაბალი ტარიფებით 

დუბაის ინოვაციურმა და დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ ხელი მოაწერა დაჯავშნის და ანგარიშსწორების გეგმაზე (BSP) შეთანხმებას  საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციასა (IATA) და ჰან ეართან (Hahn Air). ამ შეთანხმების შედეგად მეტ ტურისტულ სააგენტოს ისარგებლონ flydubai-ს დაბალფასიან ბილეთებით.

დაჯავშნის და ანგარიშსწორების გეგმა (BSP) ხელს შეუწყობს და გაამარტივებს ბილეთების გაყიდვას,  ანგარიშსწორებას, გზავნილებთან დაკავშირებულ პროცედურებს და flydubai-სთან წვდომასა და ურთიერთობას გაუმარტივებს მსოფლიოს ყველა აკრედიტებულ გაყიდვების აგენტს. flydubai-მ გასულ წელს იგივე ხელშეკრულება გააფორმა გლობალურ სადისტრიბუციო სისტემების (GDS) პროვაიდერებთან Sabre, Travelport და Amadeus-თან.

flydubai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გაიტ ალ გაიტმა განაცხადა: ჩვენი კომპანია მუდმივად ეძებს გზებს გახადოს მოგზაურობა უფრო იაფი, მოხერხებული და ხელსაყრელი დაჯავშნიდან  ფრენის დასრულებამდე. BSP-თან დადებული შეთანხმება და მსგავსი ტიპის სხვა ხელშეკრულებები საშუალებას გვაძლევს ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი სერვისi უფრო ფართო აუდიტორიისთვის და გავუმარტივოთ ბილეთების დაჯავშნის პროცედურა ტურსისტულ სააგენტოებსა და მგზავრებს.

საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციამ (IATA) მიიღო დავალება მართოს flydubai-ს ანგარიშები გაერთიანებული არაბეთის საემიროების მასშტაბით. 2011 წლის ბოლოს ამ ორგანიზაციას 88 დაჯავშნის და ანგარიშსწორების ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული. იგი 400-ზე მეტ ავიაკომპანიას ემსახურება 176 ქვეყნის მასშტაბით. ამ ხელშეკრულებების წყალობით გაყიდვები 913,83 მლნ არაბული დირჰამით გაიზარდა. ამასთან Hahn Air არის წამყვანი ბილეთების მმართველი ჯგუფი, რომელიც flydubai-ს საერთაშორისო ბაზრებს საუდის არაბეთში, ქუვეიტსა და ინდოეთშიც უმკლავდება.

BSP-სთან დადებულმა ხელშეკრულებამ  flydubai-ს ბევრი სარგებელი მოუტანა. მათ შორის პროცედურების სიმარტივე, სერვისებზე თანხების დაზოგვა და ფინანსური რისკების კონტროლი. არსებობს ერთი ცენტრალური ოფისი, სადაც ყველა ტურისტული სააგენტოს რეპორტები იგზავნება და საიდანაც ყველა ავიაკომპანია და სააგენტო ერთიან წესებსა და რეგულაციებს იღებს.

 

 

წაკითხულია: 2654