ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
flydubai-ს ბიზნეს-კლასის ბილეთები უკვე გაყიდვაშია
20/08/2013

პრესრელიზი

 20 აგვისტო,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge

flydubai-ს ბიზნეს-კლასის ბილეთები უკვე გაყიდვაშია
ოქტომბრიდან ავიაკომპანია ბიზნეს-კლასის სერვისით იწყებს ფრენებს

დუბაიში ბაზირებული ავიაკომპანია flydubai-მ ბიზნეს-კლასის ბილეთების გაყიდვის შესახებ გააკეთა განცხადება. პირველი რეისი ახალი პრემიუმ სერვისით უკვე 2013 წლის ოქტომბერში შესრულდება. მომავალი თვეების განმავლობაში კომპანია გააგრძელებს ბიზნე-კლასით აღჭურვილი ხომალდების დამატებას ქსელის სხვადასხვა მიმართულებებით.
სიახლესთან დაკავშირებით ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა გაიტ ალ გაიტმა შემდეგი კომენტარი გააკეთა : „ჩვენ ბედნიერები ვართ ვაცნობოთ ჩვენს მომხმარებლებს, რომ სრულყოფილი სერვისის შეთავაზების ზრდასთან ერთად, ჩვენს მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ შეიძინონ ჩვენი ბიზნეს-კლასის ბილეთებიც."
flydubai-მ პირველი ბიზნეს-კლასით აღჭურვილი ბოინგები უკვე აგვისტოს დასაწყისში მიიღო და მას შემდეგ მათზე წვრთნები და სწავლებანი იმართება. ყველა ახალი ხომალდი, რომელსაც კომპანია მიიღებს აღჭურვილი იქნება, როგორც ბიზნეს-კლასით, ასევე ეკონომ-კლასით. უკვე არსებული ხომალდები კი სრულყოფილ სახეს მიიღებენ, რათა მათაც განახორცელონ პრემიუმ კლასის მომსახურეობა.
flydubai-ს პირველი ბიზნეს-კლასის ხომალდი დუბაიდან კიევის მიმართულებით 8 ოქტომბერს შეასრულებს ფრენას. მომდევნი ბიზნეს-კლასის მიმართულებები, კი რომელიც ასევე ოქტომბერში დაიწყება მოიცავს მალეს, სტამბულს, მინერალურ წყლებსა და ბუქარესტს. „ჩვენი ბიზნეს-კლასის ოპცია, დამატებითი არგუმენტია ჩვენი მომხმარებლებისათვის თუ რატომ უნდა აირჩიონ flydubai. ეს ეტაპი ავიაკომპანიის ისტორიაში საგულისხმოა ავიაპარკის პარკის ზრდითაც. კომფორტული ახალი სალონებით აღჭურვილი ხომალდების დამატებასთან ერთად, წლის ბოლომდე გავაგრძელებთ რეისების დამატებას უკვე ახალი მიმართულებებით, რომლებიც ბიზნე-კლასსაც მოიცავს. ეხლა როცა უკვე პირველად ვყიდით ბიზნეს-კლასის ბილეთებს, ბედნიერები ვართ მივესალმოთ პირველ მგზავრებს, რომლებიც პრემიუმ კლასით მოგზაურობენ. ჩვენ სწორედ მათთან ერთად ვიწყოთ ავიაკომპანიის ისტორიის ახალ ეტაპს." -განაცხადა გაიტ ალ გაიტმა.
ბიზნეს-კლასის არჩევისას მომხმარებელი დამატებით იღებს მთელ რიგ სერვის კომპანიისგან, რომელიც მოიცავს ფართო და კომფორტულ სკამებს, ავიარეისებზე რეგისტრაციის უპირატესობას, ბარგის გაზრდილ ლიმიტს. მგზავრობის დროს მგზავრებს საშუალება აქვთ ისარგებლოონ გასართობი სისტემით, რომელიც 30 სმ-იან სენსორულ ეკრანზეა დამონტაჟებული. ასევე ისინი მიიღებენ სპეციალურ მენიუს, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო კულინარიული რეცეპტებითაა დამზადებული, პლიუს სხვადსხვა მშრალ საკვებსა და სასმელებს. ბიზნეს-კლასის მგზავრებისთვის იმოქმედებს 24 საათიანი სატელეფონო სერვისიც, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ბილეთის დაჯავშნა და ნებისმიერი საკითხის დაზუსტება. მოგზაურობისას კი მგზავრებს სპეციალური მათთვის გამოყოფილი ეკოპაჟის წევრები მოემსახურებიან.
ავიაკომპანიის რეისებისა და ბიზნეს-კლასის მომსახურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს flydubai.com

###


დუბაიში ბაზირებული ავიაკომპანია flydubai მუდმივად ცდილობს სიახლები შესთავაზოს მომხმარებლებს მგზავრებს მოუხსნას ყოველგვარი ბარიერები და სირთულეები, რომელსაც ისინი მგზავრობის პერიოდში შეიძლება წააწყდნენ. ავიაკომპანია თავისი მუდმივად მზარდი ქსელის გარშემო აერთიანებს სხვადასხვა კულტურებს და ამყარებს მათ შორის არსებულ კავშირებს.

2009 წლიდან, ოპერირების დაწყებიდან - დღემდე ავიაკომპანიამ შექმნა:
• ოპერირების ქსელი, რომელიც 65 მიმართულებას მოიცავს. მათ შორის 15 ახალი მიმართულება 2013 წლის იანვრიდან დაემატა;
• ავიაკომპანიამ ფრენების განხორციელება დაიწყო 44 ახალი მიმართულებით, სადაც მანამდე არცერთ ადგილობრივ ავიაგადამზიდავს პირდაპირი რეისი არ შეუსრულებია;
• ავიაკომპანიის თანამშრომელთა რაოდენობა უკვე 2000 ადამიანისგან შედგება;
• მგზავრებს ავიაკომპანია სპეციალურ 1000 საათიან გასართობ პროგრამას სთავაზობს, რომელიც უახლესი HD აპარატურით ხორციელდება და მოიცავს უახლეს ფილმებს, სიმღერებსა და თამაშებს. სპეციალური პროგრამა ბავშვებისთვისაცაა წარმოდგენილი.;
• flydubai-ს ავიაპარკი 30 თვითმფრინავისგან შედგება. 2016 წელს ავიაკომპანიას 50 ლაინერი ეყოლება.
მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა ავიაკომპანიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დუბაის ეკონომიკის განვითარებაში და ეხმარება დუბაის მთავრობას ეკონომიკური გეგმების და ხედვების განხორციელებაში. ახალი მიმართულებების ათვისებით, flydubai ქმნის ახალ სავაჭრო და ტურისტულ შესაძლებლობებს და ქვეყანაში ახალი ტურისტული ნაკადების შემოსვლას უწყობს ხელს.

 

წაკითხულია: 2511