flydubai-ს მგზავრების რიცხვი დსთ-სა და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან რეკორდულად გაიზარდა
პრესრელიზი
28 აპრილი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge
flydubai ხელს უწყობს გაერთიანებული არაბეთის საემიროებში ტურიზმის განვითარებას
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია flydubai-ს მგზავრების რიცხვი დსთ-სა და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან რეკორდულად გაიზარდა
[PUBLICITY.GE] თბილისი, 28 აპრილი, 2012 - დუბაის ყველაზე ინოვაციური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს გაერთიანებული არაბეთის საემიროების ტურიზმისა და მოგზაურობის სწრაფადმზარდი სექტორის განვითარებაში.
მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს პროგნოზით 2012 წელს ტურიზმის პირდაპირი წვლილი გაერთიანებული არაბეთის საემიროების მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაში 19.9 მილიარდ დოლარს შეადგენს. ტურიზმი არის უმნიშვნელოვანესი სწრაფადმზარდი სექტორი, რომელიც უდიდეს როლს თამაშობს ქვეყნის მთლიანი ეკონომიკის განვითარებაში.
ტურიზმის განვითარებაში უდიდესი როლი მსოფლიო ავიაინდუსტრიაში ყველაზე სწრაფადმზარდი ავიაკომპანია flydubai-ს ბაზარზე გამოჩენამ ითამაშა. 2011 წლის თებერვლიდან 2012 წლის მარტამდე დსთ-ს, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
სტატისტიკა ასე გამოიყურება:
- 2011 წლის თებერვლიდან 2012 წლის მარტამდე, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით დსთ-სა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდან მგზავრთა რაოდენობა წლიური 284%-ით გაიზარდა.
- 2011 წლის თებერვლიდან 2012 წლის მარტამდე, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მგზავრთა რაოდენობა წლიური 89%-ით გაიზარდა.
- ავიაკომპანია flydubai-მ სამ წელზე მცირე პერიოდში 29 ქვეყანაში 45-ზე მეტი მიმართულებით დაიწყო ოპერირება. Flydubai უკვე სიდიდით მეორე ავიაკომპანიაა, რომელიც დუბაის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ახორციელებს.
- flydubai-ს ცენტრალურ-აღმოსავლეთ აზიის ავიაგადამზიდავებს შორის ყველაზე დიდი ქსელი გააჩნია, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში დაფრინავს . ავიაკომპანია flydubai-მ რეისები ისეთ ქალაქებში დანიშნა, სადაც აქამდე გაერთიანებული არაბეთის საემიროების მიმართულებით პირდაპირი ფრენები არ ხორციელდებოდა.
Flydubai კვირაში 78 ფრენას 13 სხვადასხვა მიმართულებით ასრულებს. ავიაკომპანიის თვითმფრინავები დსთ-ს, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპის ქვეყნებში, მათ შორის სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ყირგიზეთში, რუსეთში, სერბეთში, თურქმენეთსა და უკრაინაში დაფრინავენ. დუბაიდან ბელგრადში, დონეცკში და ხარკოვში მხოლოდ Flydubai დაფრინავს.
მგზავრთა რიცხვი რუსეთსა და დუბაის შორის წინა წელთან შედარებით 46.53 %-ით გაიზარდა და 359 066 შეადგინა. გასულ წელს დუბაისა და რუსეთს შორის 245 050 მგზავრმა იმოგზაურა. ეს ზრდა მნიშვნელოვანწილად Flydubai-ს რეისების ყაზანის, უფას, სამარას, ეკატერინბურგის და დსთ-ს ქვეყნების მიმართულებით დანიშვნამ განაპირობა.
Flydubai- ს ასევე სპარსეთის ყურეში ლოკალურ ავიაგადამზიდავებს შორის ყველაზე დიდი ქსელი გააჩნია. ავიაკომპანია საუდის არაბეთში, ბაჰრეინში, კუვეიტში, ომანსა და ყატარში კვირაში 424 ფრენას ახორციელებს. მხოლოდ საუდის არაბეთში Flydubai შვიდ ქალაქში კვირაში 73 რეისს ასრულებს. გაერთიანებული არაბეთის საემიროებიდან აბბა, გასსიმი, ტაიფი და იანბუ-ს მიმართულებით მხოლოდ Flydubai დაფრინავს.
დუბაის აეროპორტის დირექტორის მოადგილე ჯამალ ალ ჰაიმ განაცხადა: ავიაინდუსტრიას გაერთიანებული არაბეთის საემიროების მოგზაურობისა ტურიზმის სფეროს განვითარებაში სასიცოცხლო როლი აკისრია. Flydubai-ს აქვს განსაკუთრებული ნიჭი ახალი ბაზრების ათვისებაში, რაც ფასდაუდებელ როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და იმედს გვაძლევს, რომ ეს სექტორი განაგრძობს განვითარებას და ბევრად მეტ ტურისტს მოიზიდავს ჩვენს ქვეყანაში. ეს ავიაკომპანია უმოკლეს პერიოდში დუბაის საერთაშორისო აეროპორტში სიდიდით მეორე ადგილობრივი და რეგიონში ერთ-ერთი უძლიერესი ავიაკომპანია გახდა.
Flydubai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გაიტ ალ გაიტმა განაცხადა: სამი წლის წინ ჩვენი მიზანი და ხედვა იყო შეგვექმნა უნიკალური ქსელი, რომელიც მგზავრებს მისაღებ ტარიფს და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ახალ მიმართულებებს შესთავაზებდა. შედეგი და სარგებელი რაც ახალმა პირდაპირმა რეისებმა გაერთიანებული არაბეთის საემიროების ტურიზმის განვითარებას მოუტანა ყველასათვის თვალნათელია. ჩვენი მიზანი რომ განხორციელდა ამას სტატისტიკაც ადასტურებს, აღსანიშნავია ისიც რომ ეს ჩვენთვის მხოლოდ დასაწყისია. ჩვენი ზრდის პოტენციალი უზარმაზარია და ჩვენ განვაგრძობთ ახალი მიმართულებების ათვისებასა და უკვე არსებული რეისებისა და მომსახურეობის განვითარებას.
###