ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
flydubai-ს მეთხუთმეტე მიმართულება ცანტრალურ-აღმოსავლეთ ევროპაში
22/10/2012


პრესრელიზი


22 ოქტომბერი, 2012 
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის 

საკონტაქტო ინფორმაცია: 
მაია ჩიტაშვილი, 
593 260609; 
maiko@publicity.ge

flydubai-ს მეთხუთმეტე მიმართულება ცანტრალურ-აღმოსავლეთ ევროპაში

დუბაის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია გაერთიანებული არაბეთის საემიროებიდან მაკედონიის მიმართულებით პირდაპირი რეისების შესრულებას იწყებს

flydubai-მ დღეს, 22 ოქტომბერს  დუბაიდან მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეს მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. ეს ინოვაციური და დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის მე-15 მარშრუტია ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის კონტინენტზე.

რეისი ნომრით FZ791 დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მეორე ტერმინალიდან 09.15 საათზე აფრინდა და ადგილობრივი დროით 12.40 საათზე სკოპიეს ალექსანდრე დიდის სახელობის აეროპორტში დაეშვა. აეროპორტში  flydubai-ს აღმასრულებელ დირექტორს გაიტ ალ გაიტს მაკედონიის ვიცე-პრემიერები ვლადიმირ პეშერვსკი და ზორან სტავრესკი, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი მილე იანაკიესკი, ეკონომიკის მინისტრი ვალონ კარაჩინი, შსს მინისტრი გორდანა იანკულოვსკა და ტავ ჰოლდინგის უფროსი მენეჯერი მურატ ორნეკოლი დახვდნენ. აეროპორტის ტერმინალში გამართულ პრესკონფერენციამდე დელეგაციას სალუტითა და ტრადიცული პური და მარილით დახვდნენ.



flydubai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გაიტ ალ გაიტმა განაცხადა: მიმდინარე წელს ჩვენი ქსელის განვითარების 40 %-ზე მეტი წილი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით განხორციელდა. გაერთიანებული არაბეთის ემირატებისთვის აუთვისებელ ბაზარს სკოპიეს სახით კიდევ ერთი ახალი მიმართულება დაემატა. ჩვენი განვაგრძობთ გაფართოებას ამ რეგიონის მიმართულებით, რითაც ორ განსხვავებულ ერს თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავების ახალ შესაძლებლობებს ვთავაზობთ.

გაერთიანებული არაბეთის საემიროების საგარეო ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით მაკედონიასა და გაერთიანებულ არაბეთის საემიროებს შორის სავაჭრო ბრუნვა ბოლო ერთი წლის მანძილზე 80%-ით გაიზარდა. განსაკუთრებული მოთხოვნა საფეიქრო სფეროს მიმართ აღინიშნებოდა.

მაკედონიიის რესპუბლიკის ტრანსპორტის და კომუნიკაციების მინისტრმა მილე იანაკიესკიმ შემდეგი კომენტარი გააკეთა: ისეთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები როგორიც არის flydubai, რომლებიც მგზავრებს ხელსაყრელ სამგზავრო პირობებს სთავაზობენ მნიშვნელოვანწილად უწყობენ ხელს სწრაფ ეკონომიურ ზრდას იმ რეგიონში სადაც ისინი ოპერირებენ. flydubai-ს ქსელში სკოპიეს ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს რეისი არა მხოლოდ სკოპიეს და დუბაის აკავშირებს ერთმანეთთან, არამედ ყველა იმ 50 მიმართულებას სადაც ეს ავიაკომპანია ოპერირებს.

მსოფლიოს ტურიზმისა და მოგზაურობის საბჭოს პროგნოზით მაკედონიის შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი ტურიზმისა და მოგზაურობის სექტორში წინა ათწლეულთან შედარებით წელს 5 %-ით გაიზრდება. ტურისტებს მაკედონიის ისტორია, მდიდარი კულტურა და სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები, მათ შორის 1500 წლის კალეს ციხესიმაგრე და ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ოჰრიდის ტბა იზიდავს.

მაკედონიის აეროპორტების მმართველი კომპანიის ტავ ჰოლდინგის უფროსმა მენეჯერმა მურატ ორნეკოლიმ განაცხადა: სკოპიესა და დუბაის შორის პირდაპირი რეისის დანიშვნა ავსტრალიაში მაცხოვრებელ დიდ მაკედონიურ დიასპორაზე დადებით ეფექტს მოახდენს. ავსტარლიაში მაცხოვრებელი მაკედონიელები სკოპიეში უფრო სწრაფად და მარტივად იმოგზაურებენ, რადგან flydubai-ს დიდი ოპერირების ქსელი აქვს, რომელიც ბევრ მიმართულებას ერთმანეთთან აკავშირებს. მაკედონიის და მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა გაერთიანებულ არაბეთის ემირატებში სკოპიეს ალექსანდრე დიდის სახელობის აეროპორტიდან პირდაპირი რეისით იმოგზაურონ.

2012 წლის ოქტომბერში flydubai-ს ცენტრალურ-აღმონსავლეთ ევროპის ქსელს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტის შემდეგ სკოპიეც დაემატა. ამჟამად ავიაკომპანია ამ რეგიონის 15 მიმართულებით ახორციელებს ფრენებს. ესენია: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, რუმინეთი, რუსეთი, სერბეთი, თურქმენეთი, უკრაინა და დღეიდან მაკედონიის რესპუბლიკა.

flydubai სკოპიეს მიმართულებით კვირაში ორ რეისს ორშაბათს და ხუთშაბათს შეასრულებს. რეისი ნომრით FZ791 დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მეორე ტერმინალიდან ადგილობრივი დროით 09.15-ზე მიემგზავრება და სკოპიეს ალექსანდრე დიდის სახელობის აეროპორტში ადგილობრივი დროით 12.25 საათზე ჯდება. სკოპიედან დუბაის მიმართულებით რეისი ნომრით FZ792 13.25 საათზე გამოფრინდება და დუბაის საერთაშორისო აეროპორტში ადგილობრივი დროით 20.35 საათზე დაეშვება.

ბილეთის ფასი დუბაიდან სკოპიეს მიმართულებით 2380 დირჰამიდან იწყება. ტარიფი ყველა საბაჟო მოსაკრებელს, 20 კგ. შემოწმებულ ბარგს, 7 კგ.-მდე ხელბარგს და ერთი ნოუთბუქის ჩანთას შეიცავს. ვიპ სავარძელი დამატებით 100 დირჰამი (21 ევრო) დაგიჯდებათ. თვითმფრინავში სხვადასხვა დამატებითი სერვისებით სარგებლობის ფასი 10 დირჰამიდან იწყება. თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა გამაგრილებელი სასმელი ან საკვები, გასართობი საშუალება ან Duty Free პროდუქცია შეიძინოთ.

ბილეთების შეძენა flydubai.com ინტერნეტგვერდის, ქოლ ცენტრის (+971 4 231 1000) ან პარტნიორი ტურისტული კომპანიების მეშვეობით შეგიძლიათ. flydubai.com -ის მეშვეობით ავტომობილის დაქირავებას და დაზღვევის შეძენას შეძლებთ.

წაკითხულია: 2667