ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
flydubai-ს სერვისი უკვე მობილურით
23/07/2012


პრესრელიზი

23 ივლისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge

flydubai-ს სერვისი უკვე მობილურით

flydubai-ს საერთაშორისო მიმართულებებითა და შეღავათიანი ტარიფებით სარგებლობა უკვე ნებისმიერი მობილურითაა შესაძლებელი

[PUBLICITY.GE] თბილისი, 23 ივლისი, 2012 - მნიშვნელოვანი ტურისტული ინფორმაციითა და სხვადასხვა ონლაინ სერვისით სარგებლობა ამიერიდან მგზავრებს  flydubai-ს  მობილური ვებ-გვერდის  ახალი აპლიკაცით შეეძლებათ.

flydubai.com - ის მობილური ვერსია მომხმარებელს სთაბაზობს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან დაჯავშნოს ან იყიდოს ბილეთები სხვადასხვა მიმართულებით. მგზავრებს შეუძლიათ ასევე აირჩიონ ადგილები თვითმფრინავში, გადაიხადონ ბარგისა და დაზღვევის საფასური. საიტიდან გადახდა Visa ან Mastercard ტიპის ნებისმიერი საბანკო ბარათის მეშვეობითაა ხელმისაწვდომი. საინტერესოა ასევე ისიც, რომ მგზავრებს საფასურის გადახდა  „გადაიხადე მოგვიანებით" სისტემის მეშვეობითაც შეეძლებათ. „გადაიხადე მოგვიანებით" გულისხმობს: მგზავრობის საფასურის გადახდას ფრენის დასრულების შემდეგ ნაღდი ანგარიშსწორებით. ამ სისტემას გაერთიანებულ არაბეთის საემიროებში მოქმედი ათასზე მეტი პარტნიორი კომპანია უწევს მომსახურეობას.

გარდა ზემოთ ხსენებული სერვისებისა მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია ფრენის ხანგრძლივობისა და გამგზავრება- დაფრენის შესახებ. ეს ინფორმაცია კი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მგზავრებისთვის, ასევე მათთვის ვინც მეგობრებს და ოჯახის წევრებს აცილებს ან აეროპორტში ხვდება.

flydubai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გაიტ ალ გაიტმა ამ სიახლესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:  "ჩვენი კომპანიის მიზანია მგზავრობა მეტად კომფორტული და დაბალფასიანი გახდეს. ჩენ მაქსიმალურად ვცდილობთ მგზავრებს ბილეთის დაჯავშნიდან ფრენის პროცესის დასრულებამდე მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ. ახალი მობილური საიტის გაშვება, რომელიც მთავარი ვებ-გვერდის განახლებას დაემთხვა,  ჩვენს მგზავრებს კიდევ უფრო მეტ კომფორტს შეუქმნის და მათ ახალი მიმართულებების და ძველის უფრო ხშირად მონახულებისკენ უბიძგებს. საიტზე მომხმარებს შეუძლიათ პირადი პროფილი შექმნან, სადაც დაჯავშნული ბილეთების მოძებნა ავტორიზაციის ნომრით და გვარის მიხედვით შეეძლებათ.

საიტის მობილურ ვერსიაზე პირდაპირ, პროგრამის ჩამოტვირთვის გარეშე შეიძლება შესვლა. ეს აპლიკაცია ნებისმიერ მობილურ მოწყობილობაზე ძალიან სწრაფად მუშობს და ულიმიტოდ იტევს მომხმარებლის პირად ინფორმაციას .

კომპანია flydubai კარგად აცნობიერებს იმას, რომ მობილური ტექნოლოგია ყოვედღიურად მზარდი სფეროა და ჩვენი მომხმარებლებლების ცხოვრებაში  ის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. რეგიონის ყველაზე ინოვაციური ავიაკომპანიისათვის მნიშვნელოვანი იყო მგზავრებისთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა ბილეთების დაჯავშნის და შეძენის პროცესი. დასასრულს დავამატებ იმას, რომ ეს ჩვენი მობილური გეგმებისთვის მხოლოდ საწყისი ეტაპია".

მგზავრებს მობილური ტელეფონიდან 
flydubai.com -ზე პირდაპირ შეუძლიათ შესვლა. მობილურ აპლიკაციაზე გადასვლა კი მთავარი გვერდიდან შესაძლებელი.

 

წაკითხულია: 2504