ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
flydubai-ს ჯეტი უკვე საქართველოშია
05/11/2011

 


პრესრელიზი

 

5 ნოემბერი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge

flydubai-ს ჯეტი უკვე საქართველოშია

 დუბაიში დაფუძნებული დაბალფასიანი ავიაკომპანია თავის 45-ე რეისით იწყებს ფრენებს თბილისში


PUBLICITY.GE, თბილისი, 5 ნოემბერი, 2011 - flydubai, დუბაის პირველი დაბალფასიანი ავიაკომპანია 2011 წლის 4 ნოემბერს თავის 45-ე საერთაშორისო რეისით იწყებს პირდაპირ ფრენებს თბილისის მიმართულებით.

კომპანია flydubai არის  არაბეთის გაერთიანებული ემირატების პირველი ავიაკომპანია, რომელიც შემოდის ქართულ ავიაბაზარზე. ეს ფაქტი წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების მნიშვნელოვან საწყისს.

კომპანია flydubai -მ პირველი რეისი გუშინ, 2011 წლის 4 ნოემბერს შეასრულა. რეისი ნომრით  FZ713 დუბაის აეროპორტის მეორე ტერმინალიდან 23.45-ზე გამოფრინდა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით 03.15 -ზე ჩამოფრინდა. საქართველო 11-ე ქვეყანაა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, სადაც flydubai-მ ფრენების შესრულება დაიწყო. ჩვენს რეგიონში ავიაკომპანია ასევე მოიცავს რუსეთს, უკრაინას, აზერბაიჯანს, სომხეთს და თურქმენეთს.


ჯამალ ალ ჰაიმ, რომელიც გახლავთ დუბაის აეროპორტის კომუნიკაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობების წარმომადგენელი, ასევე გაერთიანებული არაბეთის საემიროს პარლამენტის წევრი განაცხადა: ჩემი ქვეყნის მთავრობის სახელით მინდა მივულოცო კომპანია Flydubai -ს და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს პირდაპირი რეისების დაწყება ჩვენს ქვეყნებს შორის. დარწმუნებული ვარ ეს ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ბევრი ახალი ურთიერთობის წამოწყებას.

არაბეთის გაერთიანებული საემირო ყოველთვის ღიაა ახალი საქმიანი ურთიერთობებისათვის. დღეიდან უახლოესი წლების მანძილზე ჩვენ მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოსთან.

თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე კომპანია flydubai -ს აღმარულებელმა დირექტორმა ბატონმა გათ ალ გაითმა -მა მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს გულთბილი დახვედრისა და თბილისში ფრენების წამოწყებაში მხარდაჭერისთვის. ჩვენი კომპანიის მიზანია დავაკავშიროთ დუბაი ახალ მიმართულებებს. მოხარული ვართ თბილისთან დაწყებული ფრენებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ტურიზმის პოპულარიზაციისთვის. თბილისი, როგორ უძველესი ისტორიული ქალაქი - დედაქალაქი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმედს გამოვთქვამ, რომ ახალი რეისები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საბანკო და უძრავი ქონების ასევე სხვადასხვა სფეროში ახალი ურთიერთობების წამოწყებაში.

ვერა ქობალიამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მიმართა აუდიტორიას და ისაუბრა იმ მნიშვნელობაზე, რასაც საქართველო მოელის საქართველოს საჰაერო-ბაზარზე სხვადასხვა მიმართულებით. „ საქართველო უფრო და უფრო მომხიბვლელი ხდება უცხოური საჰაერო კომპანიებისათვის და არაბული კომპანიის დაინტერესება ამის ერთ-ერთი მაგალითია. ეს გადაწყვეტილება გაზრდის მგზავრთა რაოდენობას საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ ემირატებს შორის, რაც დადებითად აისახება, როგორც სავაჭრო, ისე ტურისტულ თანამშრომლობაზე ორ ქვეყანას შორის.



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი ეთანხმება მოსაზრებას, რომ ახალი იაფფასიანი ავიაკომპანიის შემოსვლა წაახალისებს ტურიზმის სფეროს და ახალი ბიზნესურთიერთობების წამოწყებას ორ ქვეყანას შორის. ვთვლი, რომ ავიაკომპანია flydubai გახდება ჩვენი ძირითადი პარტნიორი და ხელისშემწყობი საქართველოს ტურისტული და ბიზნესპოტენციალის პოპულარიზაციაში და გააცნობს საქართველოს არაბეთში, ახლო აღმოსავლეთში ასევე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.


ბილისის საერთაშორისო აერპორტის მმართველი კომპანიის TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი მათე ერკალი აღტაცებას გამოხატავს flydubai-ს შემოსვლით საქართველოში. დარწმუნებული ვარ ეს რეისები ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ბიზნეს ურთიერთობებს მნიშვნელოვნად გააღრმავებს. წარმატებებს ვუსურვებ flydubai-ს საქართველოში.

ინფორმაცია რეისის შესახებ:

რეისი ნომრით FZ713 მოფრინავს დუბაის აეროპორტის N2 ტერმინალიდან 23.45-ზე ყოველ ორშაბათს და პარასკევს და ჯდება თბილისის საერთშორისო აეროპორტში 03.15-ზე ადგილობრივი დროით. უკან ბრუნდება რეისი ნომრით FZ714 03.55-ზე და დუბაიში ჩადის 07.20-ზე.

ბილეთის საწყისი ღირებულება დუბაიდან ერთი მიმართულებით შეადგენს 480 არაბულ დრაჰმას, თბილისიდან კი 519-ს. ტარიფი შეიცავს 7 კგ-მდე წონის 1 ხელბარგის და პორტატიული კომპიუტერის ჩანთის უფასო ტრანსპორტირებას. დამატებითი ბარგის გადაზიდის ღირებულეებაა 20კგ-მე 50 დრაჰმი. მაღალი კლასის ადგილი თვითმფრინავში დამატებით 100 დრაჰმი დაგიჯდებათ

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ინტერნეტის ვებგვერდიდან www.flydubai.com

 


 

წაკითხულია: 2988