ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
flydubai სალალას მიმართულებით იწყებს ოპერირებას
05/03/2013
 


პრესრელიზი

6 მარტი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის 

საკონტაქტო ინფორმაცია: 
მაია ჩიტაშვილი, 
593 260609; 
maiko@publicity.ge

flydubai სალალას მიმართულებით იწყებს ოპერირებას

flydubai ოპერირების ქსელს აფრთოებს. 2013 წელს ავიაკომპანიამ 5-ე ახალი მიმართულება სალალა, ომანი დაამატა

დუბაის ინოვაციური ავიაკომპანია flydubai ოპერირებას ომანის სასულთნოს ქალაქ სალალას მიმართულებით იწყებს. სალალას მიმართულებით პირველი რეისი 2013 წლის 21 მაისს შესრულდება, სადაც flydubai კვირაში 3 ფრენას ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს განახორციელებს.

flydubai-მ ომანის დედაქალაქ მუსკატის მიმართულებით პირველი რეისი 2010 წელს შეასრულა. სალალას მიმართულებით რეისის დანიშვნით ავიაკომპანიის ქსელი სპარსეთის ყურის ყვეყნებში 14 მიმართულებამდე გაიზარდა, რითაც ავიაკომპანიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ flydubai განაგრძობს დუბაისა და მეზობელ რეგიონს შორის ქსელის გაფართოებას, ტურისტული და ბიზნეს კავშირების განვითარებას ხელშეწყობას.

ახალი რეისის დანიშვნასთან დაკავშირებით flydubai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გაიტ ალ გაიტმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: ომანი სპარსეთი ყურეში მესამე ქვეყანა იყო, სადაც ჩვენმა ავიაკომპანიამ პირდაპირი რეისი დანიშნა. ჩვენ განვაგრძობთ ზრუნვას გაერთიანებულ არაბეთის საემიროებსა და ომანს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე, ვთავაზობთ რა მგზავრებს ხარისხიან და ხელმისაწვდომ საჰაერო კავშირს.

სალალა ომანის სიდიდით მეორე ქალაქია. იგი ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს. ქალაქი განთქმულია მრავალფეროვანი ბუნებით, უზარმაზარი, თვალმიუწვდენელი სანაპიროთი და კლდოვანი მთებით. სალალას ტურისტულ ფესტივალს, რომელიც ივლისსა და აგვისტოს თვეებში იმართება, ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული 1,8 მლნ ტურისტი ესწრება. ამ თვეების მანძილზე სალალა მეზობელი ქვეყნებისგან უფრო გრილი ამინდებით გამოირჩევა.

მოხარული ვარ ჩვენს ოპერირების ქსელში სალალას დამატებით. ორ საათიანი ფრენის და მოსახერხებული ფრენების განრიგის წყალობით ეს პოპულარული ტურისტული ქალაქი მეტად ხელმისაწვდომი გახდება მგზავრებისთვის, რომლებსაც სალალაში მოსახვედრად და იდეალური უიქენდის გასატარებლად ავტომობილით ხანგრძლივი და დამღლელი მგზავრობა აღარ დასჭირდებათ - განაცხადა გაიტ ალ გაიტმა.

flydubai-ს შესახებ:

დუბაის პირველი დაბალბიუჯეტიანი და მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ახალბედა ავიაკომპანია 2008 წლის მარტში დაარსდა. პირველი კომერციული რეისი flydubai-მ 2009 წლის ივნისში შეასრულა. მისი ოპერირების ქსელი ცენტრალური აღმოსავლეთის, აფრიკის, ინდოეთის სუბკონტინენტის, აზიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით 50-ზე მეტ ქალაქს შეიცავს. ავიაპარკი 28 თვითმფრინავისგან შედგება.flydubai ქალაქ დუბაის მთავრობის საკუთრებას წარმოადგენს. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ხელს უწყობს ქალაქის კომერციული და ტურისტული სექტორის განვითარებას და ყველა მგზავრს სთავაზობს ხელმისაწვდომი ტარიფებით ფრენას საკმაოდ ბევრი მიმართულებით. ავიაკომპანია ერთგულად ემსახურება ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს და კომფორტულ მოგზაურობას, მუდმივად ამცირებს რა ფრენის საფასურს, უკეთებს ოპტიმიზაციას ფრენების წარმადობას და მგზავრებს მეტ არჩევანს სთავაზობს. ტვირთების გადაზიდვა flydubai-მ 2012 წლის 1 იანვარს დაიწყო და თავისი ოპერირების ქსელის გარდა სხვა მიმართულებებსაც ემსახურება.

წაკითხულია: 2243