ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
flydubai სანას მიმართულებით ფრენების რაოდენობას ზრდის
25/10/2012

  


პრესრელიზი


25 ოქტომბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge

flydubai სანას მიმართულებით ფრენების რაოდენობას ზრდის

2012 წლის 28 ოქტომბრიდან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია flydubai სანას მიმართულებით კვირაში 6 რეისს შეასრულებს

დუბაის ინოვაციური და დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია 2012 წლის 28 ოქტომბრიდან იემენის დედაქალაქ სანას მიმართულებით 2 რეისს დაამატებს.

სანას მიმართულებით flydubai ოთხის ნაცვლად უკვე კვირაში 6 რეისს შეასრულებს. ორი ახალი რეისი სამშაბათს და ხუთშაბათს შესრულდება. რეისი ნომრით FZ095 დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მეორე ტერმინალიდან 21.00 საათზე გაფრინდება და სანას ელ რაჰაბას სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ადგილობრივი დროით 22.50 სააათზე დაეშვება. სანადან რეისი ნომრით FZ096 23.55 საათზე გამოფრინდება და დუბაიში მომდევნო დღეს 03.10 საათზე დაჯდება

სანა flydubai-ს ერთ-ერთი ახალი მიმართულებაა, რომელიც ავიაკომპანიის ქსელში 2012 წლის აპრილიდან ჩაერთო. ახალი რეისების დამატება მგზავრების მხრიდან მოთხოვნის ზრდამ და ორ ქვეყანას შორის ტურიზმისა და ვაჭრობის სწრაფმა განვითარებამ განაპირობა. ჩვენი კომპანია  კმაყოფილია სანას მიმართულებით ფრენების დამატებით და მადლობას გამოხატავს იემენის ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ მხარდაჭერისთვის. flydubai განაგრძობს ხელმისაწვდომი პირადპირი რეისებით ტურიზმისა და ინვესტიციების განვითარების ხელშეწყობას ისტორიითა და კულტურით მდიდარ იემენის დედაქალაქში.

დუბაის სავაჭრო პალატის მონაცემებით იემენსა და გაერთიანებულ არაბეთის საემიროებს შორის 2011 წლის მთლიანმა ბრუნვამ 687 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. flydubai -მ წელს  ასევე სანას მიმართულებით მგზავრების გადაყვანის პარალელურად ტვირთების გადაზიდვაც დაიწყო. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის პროგნოზირების საშუალებას, რომ ის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც ჩვენმა ავიაკომპანიამ ორ ქვეყანას შორის მრავალმილიონიანი ბრუნვის სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბებაში შეიტანა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს.



2012 წლის 28 ოქტომბრიდან flydubai სანას მიმართულებით კვირაში 6 რეისს შეასრულებს:

ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და კვირას რეისი ნომრით FZ095 დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მეორე ტერმინალიდან 21.00 საათზე გაფრინდება და სანას ელ რაჰაბას სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ადგილობრივი დროით 22.50 საათზე დაეშვება. სანადან რეისი ნომრით FZ096 23.55 საათზე გაფრინდება და დუბაიში მომდევნო დღეს 03.10 საათზე დაჯდება

ოთხშაბათს და პარასკევს რეისი ნომრით FZ091 დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მეორე ტერმინალიდან 16.05 საათზე გაფრინდება და სანაში ადგილობრივი დროით 17.55 საათზე დაჯდება. რეისი ნომრით FZ092 სანადან 18.40 საათზე გაფრინდება და და დუბაიში ადგილობრივი დროით 22.15 საათზე დაჯდება.

ბილეთების ფასი დუბაიდან სანას მიმართულებით 677 დირჰამიდან (184 აშშ დოლარი) ღირს. ტარიფი ყველა საბაჟო მოსაკრებელს, 20 კგ. შემოწმებულ ბარგს, 7 კგ.-მდე ხელბარგს და ერთი ნოუთბუქის ჩანთას შეიცავს. ვიპ სავარძელი დამატებით 100 დირჰამი (28 აშშ დოლარი) დაგიჯდებათ. დუბაიდან სანას მიმართულებით ფრენა 1180 დირჰამი (322 აშშ დოლარი) ღირს, სანადან დუბაის მიმართულებით ფრენა 357 აშშ დოლარი ღირს.

 ბილეთების შეძენა flydubai.com ინტერნეტგვერდის, ქოლ ცენტრის (+971 4 231 1000) ან პარტნიორი ტურისტული კომპანიების მეშვეობით შეგიძლიათ. flydubai.com -ის მეშვეობით ავტომობილის დაქირავებას და დაზღვევის შეძენას შეძლებთ.

 

 

 

წაკითხულია: 2262