ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
flydubai საუდის არაბეთის ქალაქ ტაიფში იწყებს ფრენას.
02/02/2012

   
პრესრელიზი   

2 თებერვალი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის 

საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609; 
http://maiko@publicity.ge

  flydubai საუდის არაბეთის ქალაქ ტაიფში იწყებს ფრენას

დუბაის პირველმა დაბალფასიანმა ავიაკომპანიამ გუშინ საუდის არაბეთის მეშვიდე ქალაქში დაიწყო ოპერირება. მაქქას პროვინციის ქალაქ ტაიფში flydubai კვირაში 3 რეისს შეასრულებს.

პირველი რეისი ნომრით FZ875 დუბაის აეროპორტის მეორე ტერმინალიდან 19.25 სთ-ზე გაფრინდა და ტაიფის რეგიონალურ აეროპორტში ადგილობრივი დროით 21.30 სთ-ზე დაეშვა. ტაიფიდან რეისი ნომრით FZ876 22.30 სთ-ზე გამოფრინდა და დუბაის აეროპორტში ამ დილით 02.20 სთ-ზე დაბრუნდა.

flydubai-მ საუდის არაბეთის სამეფოს მიმართულებით ოპერირება 2010 წლის ნოემბერში დაიწყო და დღეისთვის ქალაქებს რიადს, ჯედდას, გასსიმს, აბჰას, დამამს და უკვე ტაიფს კვირაში 55 ფრენით ემსახურება.

flydubai-ს აღმასრულებელი დირექტორი გაიტ ალ გაიტი აღნიშნავს: გასული წლიდან დაწყებული გაერთიანებული არაბეთის საემიროები  სავაჭრო ურთიერთობებს აღრმავებს საუდის არაბეთთან. ამჟამად საუდის არაბეთი გაერთიანებული არაბეთის საემიროების ძირითადი სავაჭრო პარტნიორია (ნავთობის ბიზნესის გამოკლებით). ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ ნავთობის სფეროს გამოკლებით პირველი 9 თვის მანძილზე 676.3 მილიარდი დირჰამი შეადგინა და 230 მილიარდით გაიზარდა. flydubai ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას საუდის არაბეთის ძირითადი სავაჭრო და დასავენებელი ცენტრების მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებით უწყობს ხელს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა  გადავუხადო საუდის არაბეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ რეისების დანიშვნაში გაწეულ მხარდაჭერასა და დახმარებაში.

ტაიფი საუდის არაბეთის ყველაზე პოპულარული საზაფხულო დასასვენებელი ადგილია. საუდის არაბეთის მთავრობა ყოველ ზაფხულს რიადიდან მაღალი ტემპერაურის გამო ტაიფში გადადის სამუშაოდ. ტაიფი მექადან 100 კილომეტრზე მცირე მანძილზე მდებარეობს, რის გამოც იგი მექაში მიმავალი მომლოცველებისთვის ალტერნატიულ გზას წარმოადგენს. სალავატის მთის ფერდობზე მდებარე ქალაქი თავისი წყლიანი ლანდშაფტითა და მთიანი პეიზაჟით ახლომდებარე ცხელი და მშრალი ქალაქებისთვის აბსოლუტურ კონტრასტს წარმოადგენს. ტაიფი საუდის არაბეთის სამეფოში ცნობილია, როგორც სასოფლო-სამეურნეო წარმოების, ვენახებისა და ვარდების ბაღების ქალაქი. ტაიფი საუდის არაბეთის ანტიკურ და თანამედროვე ისტორიულ ცენტრს წარმოადგენს, სადაც წარმოდგენილია ისეთი ღირსშესანიშნაობები როგორებიცაა ვადი მიტნა, შუბრას სასახლე, კლდეში ამოკვეთილი ადგილები და თურქული ფორტი, სადაც პირველი მსოფლიო ომის გმირი ლორენსი იბრძოდა.

flydubai 2012 წლის 1 თებერვლიდან ტაიფის მიმართულებით კვირაში სამჯერ იფრენს. ცალმხრივი ფრენის საფასური დუბაიდან ტაიფის მიმართულებით 570 დირჰამიდან იწყება, ტაიფიდან დუბაის მიმართულებით ფრენა კი 600 დირჰამი დაგიჯდებათ.

წაკითხულია: 2263