პრესრელიზი
1 აპრილი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge
flydubai ტაჯიკეთის დედაქალის მიმართულებით პირდაპირ რეისებს შეასრულებს
ავიაკომპანია ოპერირებას ყირგიზეთის ქალაქ ოშის მიმართულებით იწყებს
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია დსთ-ს რეგიონის ორი ახალი მიმართულებით: ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეს და ყირგიზეთის ქალაქ ოშის მიმართულებით იწყებს ოპერირებას.
ოშის მიმართულებით ფრენების განხორციელება 2013 წლის 24 აპრილიდან დაიწყება, დუშანბეს მიმართულებით რეისების შესრულებას კი ავიაკომპანია 2013 წლის 30 აპრილიდან განახორციელებს. პირდაპირი რეისები ორივე ქალაქის მიმართულებით კვირაში ორჯერ შესრულდება
ამ მოვლენასთან დაკავშირებით flydubai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გაიტ ალ გაიტმა განაცხადა: „ახალი რეისების დამატებით ჩვენი დსთ-ს ქალაქების ოპერირების ქსელი 20-მდე გაიზრდება, რაც flydubai-სთვის დიდ მიღწევას წარმოადგენს. ჩვენმა ავიაკომპანიამ ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკის მიმართულებით ფრენების შესრულება 2012 წლის თებერვლიდან დაიწყო, ოშის და დუშანბეს დამატებით ჩვენ უფრო მეტ, აქამდე აუთვისებელ მიმართულებას დავაკავშირებთ ჩვენს მუდმივად მზარდ ქსელს".
ბოლო ერთი წლის მანძილზე დუბაისა და ბიშკეკს შორის საჰაერო მიმოსვლა 157%-ით გაიზარდა. 3000 წლის ქალაქი ოში, სადაც ცენტრალური აზიის ყველაზე დიდი ბაზარი მდებარეობს, თავისი ისტორიის მანძილზე პირდაპირი ავიარეისით პირველად დაუკავშირდება დუბაის.
ტაჯიკეთი უზარმაზარი, ხელუხლებელი მთიანი რელიეფის, მდიდარი ისტორიის და კულტურული მემკვიდრეობის წყალობით უნიკალურ, ღია ცის ქვეშ დროის გასატარებელ ტურისტულ ზონას წარმოადგენს.
ფრენების განრიგი:
ოში :2013 წლის 24 აპრილიდან, flydubai ოშის მიმართულებით კვირაში ორ რეისს შეასრულებს. ყოველ ოთხშაბათს და შაბათს, რეისი ნომრით FZ761 დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მეორე ტერმინალიდან 22.15 საათზე გაფრინდება და ოშის აეროპორტში ადგილობრივი დროით 04.00 საათზე დაეშვება. რეისი ნომრით FZ762 ოშიდან დუბაის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათს და კვირას 05.30 საათზე გამოფრინდება და დუბაიში ადგილობრივი დროით 07.35 საათზე დაეშვება
დუშანბე:2013 წლის 30 აპრილიდან, flydubai დუშანბეს მიმართულებით კვირაში ორ რეისს შეასრულებს. ყოველ სამშაბათს და პარასკევს, რეისი ნომრით FZ777 დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მეორე ტერმინალიდან 22.05 საათზე გაფრინდება და დუშანბეს აეროპორტში ადგილობრივი დროით 02.30 საათზე დაეშვება. რეისი ნომრით FZ778 დუშანბედან დუბაის მიმართულებით ყოველ ოთხშაბათს და კვირას 04.50 საათზე გამოფრინდება და დუბაიში ადგილობრივი დროით 07.30 საათზე დაეშვება.
flydubai-ს შესახებ:
დუბაის პირველი დაბალბიუჯეტიანი და მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ახალბედა ავიაკომპანია 2008 წლის მარტში დაარსდა. პირველი კომერციული რეისი Flydubai-მ 2009 წლის ივნისში შეასრულა. მისი ოპერირების ქსელი ცენტრალური აღმოსავლეთის, აფრიკის, ინდოეთის სუბკონტინენტის, აზიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით 50-ზე მეტ ქალაქს შეიცავს. ავიაპარკი 28 თვითმფრინავისგან შედგება.Flydubai ქალაქ დუბაის მთავრობის საკუთრებას წარმოადგენს. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ხელს უწყობს ქალაქის კომერციული და ტურისტული სექტორის განვითარებას და ყველა მგზავრს სთავაზობს ხელმისაწვდომი ტარიფებით ფრენას საკმაოდ ბევრი მიმართულებით. ავიაკომპანია ერთგულად ემსახურება ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს და კომფორტულ მოგზაურობას, მუდმივად ამცირებს რა ფრენის საფასურს, უკეთებს ოპტიმიზაციას ფრენების წარმადობას და მგზავრებს მეტ არჩევანს სთავაზობს. ტვირთების გადაზიდვა flydubai-მ 2012 წლის 1 იანვარს დაიწყო და თავისი ოპერირების ქსელის გარდა სხვა მიმართულებებსაც ემსახურება.