ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
flydubai ტვირთების გადაზიდვებს იწყებს
16/12/2011

 


პრესრელიზი

16 დეკემბერი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge

flydubai  ტვირთების გადაზიდვებს იწყებს

[PUBLICITY.GE]16 დეკემბერი, თბილისი, საქართველო - დუბაის პირველი დაბალფასიანი ავიაკომპანია flydubaiტვირთების გადაზიდვების სეგმენტის ათვისებას იწყებს  .

კომპანიის საბოლოოო მიზანია ადამიანების და ტვირთების გადაზიდვა რეგიონში დუბაის გავლით, გახდეს მარტივი, ხელმისაწვდომი და მაქსიმალურად შეღავათიანი პროცესი მომხმარებლისთვის.

Flydubai-ს ტვირთების გადაზიდვების სერვისი, რომელიც 2012 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს გადაზიდავს ტვირთებს იმ  46 მიმართულებით, რომლებზეც მგზავრები ყველაზე იაფად გადაჰყავს. ზემოთაღნიშნულ რეისებს ინდოეთის და პაკისტანის სხვადასხვა ქალაქებიც დაემატება.  Flydubai-ს ქსელის ნებისმიერი წერტილიდან, ასევე მისი მიმართულებებთან  დაკავშირებული სხვა რეისებიდან შესრულდება კურიერული მომსახურეობა. კომპანია გადაზიდავს მალფუჭებად, ელექტრონულ, საფეიქრო-ტექსტილურ, ფარმაცევტულ, საფოსტო და სხვა ტვირტებს.

 Flydubai-ს აღმასრულებელი დირექტორი ბატონი გაიტ ალ გაიტი ამ მოვლენასთან დაკავშირებით აცხადებს: მინდა დიდი სიამაყით დავაანონსო flydubai-ს ტვირთების გადაზიდვების სერვისის ამოქმედება. ეს არის ავიაკომპანიის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა.

კომპანიის მიღმა არსებული ქსელის მოსალოდნელი სრული შიდაგადაზიდვების 60%-ის ტრანსპორტირებას უკვე არსებული შეთანხმებებით flydubai განახორციელებს. კომპანია ელოდება 1500 ტონა ტვირთის გადაზიდვას ყოველთვიურად თავისი ბოინგ 737-800NG-ის ავიაპარკის მეშვეობით. ეს უდრის 15 ბოინგის 777 რეისს. განაკუთრებული მოთხოვნით ისარგებლებს ავტონაწილები დსთ-ს ქვეყნებისთვის, ხელნაკეთი ნივთები კატმანდუდან და ხილ-ბოსტნეული ბაჰრეინი, ომანი, კუვეიტი, კატარი და საუდის არაბეთის ქვეყნებისთვის.

წაკითხულია: 2975