პრესრელიზი
23 მაისი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge
flydubai უკვე 60 მიმართულებით დაფრინავს
ავიაკომპანიამ განვითარების ახალ ნიშნულს მიაღწია. flydubai-ს ოპერირების ქსელს ეგზოტიკური ომანის და შრილანკას ქალაქები დაემატა
flydubai-მ ომანის ქალაქ სალალას მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. სალალა ავიაკომპანიის ოპერირების ქსელის მე-60-ე მიმართულება გახდა.
რეისმა ნომრით FZ039 სალალას აეროპორტში პირველი დაშვება განახორციელა. რამოდენიმე საათის შემდეგ flydubai-მ ფრენების შესრულება შრილანკას მეორე მიმართულებით, ქალაქ მატალას მიმართულებითაც დაიწყო.
flydubai-ს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ავიაკომპანიის კომერციული დირექტორი ჰამად ობაიდალა. რეისს მუსკატის აეროპორტში დახვდნენ Muscat Overseas Group-ის ვიცე-პრეზიდენტი შეიხი ჰამუდ ბინ მუსტაჰილ ალ მაშანი, დორაფის ვიცე-გუბერნატორი შეიხი აბდულა ბინ საიფ ალ მაჰრუქი, სალალას აეროპორტის გენერალური დირექტორი სალიმ ბინ ავადჰ ალ იაფი და დოფარის ტურიზმის სააგენტოს გენერალური დირექტორი ხალიდ ბინ მუსალამ ბინ სალიმ ალ რავასი.'
აეროპორტის ტერმინალში გამართული მიღების დროს flydubai-ს კომერციულმა დირექტორმა ჰამად ობაიდალამ შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ომანსა და გაერთიანებულ არაბეთის საემიროებს ტურიზმის და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის საკმაოდ დიდი ისტორია გააჩნიათ. იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ ქვეყნის მიმართულებით ახალი რეისის დანიშვნით, დუბაის და სალალას შორის არსებული კავშირები კიდევ უფრო გამყარდება და განვითარდება. მინდა შემთხვევით ვისარგელო და მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს ვინც ჩართული იყო ამ პროცესში და გვეხმარებოდა რეისის დანიშვნის საქმეში".
საზეიმო ღინისძიებას ასევე ესწრებოდნენ: სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ომარ ბინ გალები, დუბაის სამოქალაქო ავიაციის საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსი მოჰამედ ალ ზარუნი, დუბაის კონსული ომანში სალიმ ალ კათირი და მისი აღმატებულება შეიხ აჰმედ ბინ საედ ალ მაკტუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისის ხელმძღვანელი აჰმედ იასიმი.
სალალა ომანში სიდიდით მეორე ქალაქია. ის ინდოეთის ოკეანის გასწვრივ მდებარე ულამაზესი სანაპირო ზოლით და მთიანი ლანდშაფტით გამოირჩევა. სალალა რეგიონში განლაგებულ ყველა სხვა ქალაქზე უფრო გრილი კლიმატით გამოირჩევა, რის გამოც იგი ზაფხულის თვეებში პოპულარულ დასასვენებელ ადგილად ითვლება.
flydubai-ს შესახებ:
დუბაის პირველი დაბალბიუჯეტიანი და მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ახალბედა ავიაკომპანია 2008 წლის მარტში დაარსდა. პირველი კომერციული რეისი flydubai-მ 2009 წლის ივნისში შეასრულა. მისი ოპერირების ქსელი ცენტრალური აღმოსავლეთის, აფრიკის, ინდოეთის სუბკონტინენტის, აზიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით 50-ზე მეტ ქალაქს შეიცავს. ავიაპარკი 28 თვითმფრინავისგან შედგება.flydubai ქალაქ დუბაის მთავრობის საკუთრებას წარმოადგენს. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ხელს უწყობს ქალაქის კომერციული და ტურისტული სექტორის განვითარებას და ყველა მგზავრს სთავაზობს ხელმისაწვდომი ტარიფებით ფრენას საკმაოდ ბევრი მიმართულებით. ავიაკომპანია ერთგულად ემსახურება ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს და კომფორტულ მოგზაურობას, მუდმივად ამცირებს რა ფრენის საფასურს, უკეთებს ოპტიმიზაციას ფრენების წარმადობას და მგზავრებს მეტ არჩევანს სთავაზობს. ტვირთების გადაზიდვა Flydubai-მ 2012 წლის 1 იანვარს დაიწყო და თავისი ოპერირების ქსელის გარდა სხვა მიმართულებებსაც ემსახურება.