ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
flydubai უკვე ბუქარესტის მიმართულებით დაფრინავს
02/10/2012

 

     

პრესრელიზი


1 ოქტომბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის 

საკონტაქტო ინფორმაცია: 
მაია ჩიტაშვილი, 
593 260609; 
maiko@publicity.ge  

flydubai უკვე ბუქარესტის მიმართულებით დაფრინავს

ცენტრალურ-აღმოსავლეთ აზიის ნომერი პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის  პოზიციები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით ახალმა რეისმა მნიშვნელოვნად გაამყარა

flydubai, დუბაის ინოვაციური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია რუნინეთის დედაქალაქ ბუქარესტში  იწყებს რეგულარი რეისების განხორციელებას. 1 ოქტომბერს რეისი ნომრით FZ797 დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მეორე ტერმინალიდან ადგილობრივი დროით 09.15 საათზე გამოფრინდა და ბუქარესტის ჰენრი კოანდას ოტოპენის საერთაშორისო აეროპორტში ადგილობრივი დროით 13.30 საათზე დაეშვა. თვითმფრინავს ასაფრენ ბილიკზე რუმინეთის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები და წყლის ჭავლის სალუტი დახვდა.

საზეიმო ღონისძიების აღნიშვნას რუმინეთის ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის მინისტრი ოვიდიუ სილაგი, გაერთიანებული არაბეთის საემიროების ელჩი რუმინეთში იუსიფ ალ ჰოსანი და flydubai-ს აღმარულებელი დირექტორი გაიტ ალ გაიტი დაესწრნენ. აეროპორტის ტერმინალის ტერიტორიაზე ოფიციალური ცერემონია და პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გაერთიანებული არაბეთის საემიროების ელჩმა რუმინეთში იუსიფ ალ ჰოსანიმ განაცხადა: ამ რეისის დანიშნვა რუმინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას, ტურიზმის განვითარებას და სავაჭრო კავშირების გაღრმავებას შეუწყობს ხელს. flydubai-ს ვუსურვებ წარმატებას და წინსვლას რუმინეთში.

საზეიმო შეხვედრაზე flydubai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გაიტ ალ გაიტმა განაცხადა: ავიაკომპანიამ პირველი რეისი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში 2009 წლის ნოემბერში აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს მიმართულებით შეასრულა. მას შემდეგ flydubai  მალევე გაფართოვდა და  რეგიონში წამყვანი ავიაკომპანია გახდა. ჩვენ უკვე ამ რეგიონში 8 ქვეყნის 13 ქალაქში ვასრულებთ ფრენებს. მინდა დიდ მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც ბუქარესტის მიმართულებით რეგულარული რეისის დანიშვნაში დაგვეხმარა. ვიმედობნებ, რომ ახალი რეისი ბუქარესტის მიმართულებით უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს ბიზნესის განვითარებაში, ტურისტებისთვის კი ეს მარშრუტი ევროპის ყველაზე დინამიურ ქალაქებთან დამაკავშირებელი ხელმისაწვდომი საშუალება გახდება.



flydubai ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კვირაში 78 რეისს ასრულებს. რეგულარულ ფრენებს ავიაკომპანია აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, რუსეთის, სერბეთის, უკრაინისა და რუმინეთის მიმართულებით ახორციელებს.

ბუქარესტი ტურისტებს ბევრ საინტერესო ღირსშესანიშნაობას სთავაზობს მათ შორის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმს, რუმინულ ათენეუმს, ლიფსკანის, სადაც სახლები შუასაუკუნეების და რენესანსის სტილშია აგებული. ეს ქალაქი ქვეყნის ეკონომიკის ხეხემალს წარმოადგენს, სადაც ძალიან სწრაფად ვითარდება უძრავი ქონების, მშენებლობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების და კომუნიკაციების ბიზნესი.

ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში flydubai-ს სწრაფი წინსვლის პარალელურად რეგიონში გაერთიანებული არაბეთის საემიროებიდან ტურისტების რიცხვიც იზრდება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაერთიანებული არაბეთის საემიროებიდან მგზავრთა რაოდენობა მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საქართველოშიც საგრძნობლად გაიზარდა.

წაკითხულია: 2300