ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
flydubai უკვე მსოფლიოს 29 ქვეყანაში დაფრინავს
23/04/2012

 
პრესრელიზი

23 აპრილი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
http://maiko@publicity.ge

flydubai უკვე მსოფლიოს 29 ქვეყანაში დაფრინავს

flydubai იემენის დედაქალაქ სანას მიმართულებით კვირაში ოთხ რეისს შეასრულებს

[PUBLICITY.GE] თბილისი, 23 აპრილი, 2012  - დუბაის პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია flydubai იემენის დედაქალაქ - სანას მიმართულებით  იწყებს ფრენას.

პირველი რეისი ნომრით FZ091 22 აპრილს დილით 07.00 სთ-ზე დუბაის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდა და ადგილობრივი დროით 08.40 სთ-ზე ელ-რაჰაბას საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.

იემენი - 29- ე ქვეყანაა, სადაც flydubai ოპერირებს. კომპანიის ქსელი, კი უკვე 51 მიმართულებას მოიცავს.

ამ მოვლენასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებას იემენის ხელისუფლების წარმომადგენლები ტრანსპორტის მინისტრი ვაედ აბდულა ბატიბი და სამოქალაქო ავიაციის თავმჯდომარე ჰამედ ფარაჯი დაესწრნენ. ღონისძიებას ასევე flydubai-ს უფროსი კომერციული მენეჯერი ჰამად ობაიდალა და იემენში გაერთიანებული არაბეთის საემიროების ელჩი აბდულა მატარ ალ მაზრუი ესწრებოდნენ.

flydubai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გაიტ ალ გაიტმა განაცხადა: "2009 წლის ივნისიდან, მას შემდეგ რაც ჩვენმა კომპანიამ ფრენების განხორციელება დაიწყო, ჩვენ  ავიაინდუსტრიაში ერთ-ერთი უძლიერესი რეგიონალური ქსელი შევქმენით. სანაში რეისის დანიშვნით, ჩვენი ოპერირების ქსელი ცენტრალური აღმოსავლეთის ქვეყნებში 11 ქვეყანასა და 20 ქალაქს შეადგენს. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველას ვინც  იემენში რეისის დანიშვნის პროცესში მონაწილეობდა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ  flydubai-ს რეისის დანიშვნა  იემენში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ბიზნესის განვითარებაში".

„მოხარულნი ვართ, რომ  დაბალფასიანი ავიაგადამზიდავი კომპანია ჩვენს დედაქალაქში იწყებს ფრენების შესრულებას. დარწმუნებული ვარ სანაში flydubai-ს პირდაპირი რეისების შესრულება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს გააღრმავებს და თანამშრომლობის ახალ სფეროებს შექმნის" - განაცხადა იემენის ტრანსპორტი მინისტრმა. „კომერციული ფრენების პარალელურად  flydubai ორ ქალაქს შორის ტვირთების გადაზიდვასაც იწყებს. კომპანიის ახალი განაყოფი flydubai Cargo, კი სანასა და დუბაის შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს.

იემენის უდიდესი ქალაქი  სანა ქვეყნის პოლიტიკურ  და ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს. სანა ასევე მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრია, რომელიც 1986 წლიდან გაეროს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. ქალაქი ცნობილია უნიკალური არქიტექტურით, რომელიც 2000 წელზე მეტს ითვლის.

flydubai 2012 წლის 22 აპრილიდან სანას მიმართულებით კვირაში 4-ჯერ იფრენს.

რეისები შესრულდება:კვირას და ორშაბათს: დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მეორე ტერმინალიდან რეისი FZ091 07.00 საათზე გაფრინდება და სანას ელ რაჰაბას სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ადგილობრივი დროით 08.40-ზე დაეშვება. რეისი ნომრით FZ092 სანადან 09.25-ზე გამოფრინდება და დუბაიში ადგილობრივი დროით 13.10 საათზე  დაეშვება.

ოთხშაბათს და შაბათს: დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მეორე ტერმინალიდან რეისი FZ091 15.45 საათზე გაფრინდება და სანას ელ რაჰაბას სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ადგილობრივი დროით 17.25-ზე დაეშვება. რეისი ნომრით FZ092 სანადან 18.10-ზე გამოფრინდება და დუბაიში ადგილობრივი დროით 21.55 საათზე დაეშვება.

წაკითხულია: 2268