ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
flydubai უკვე facebook-ზეა
13/01/2014

პრესრელიზი

13 იანვარი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
მაიკო ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge

flydubai უკვე facebook-ზეა

ავიაკომპანია flydubai-ს ოფიციალური გვერდი უკვე სოციალურ მედიაშია განთავსებული

დღეს ავიაკომპანია flydubai-მ მისი ოფიციალური ფეისბუქ (facebook) გვერდის გაშვების თაობაზე გააკეთა განცხადება.  საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ გვერდის ოფიციალურ გაშვებამდე flydubai-ს ფან-გვერდს ათასობით (27 000) მომხმარებელი ჰყავდა მსოფლიო მაშტაბით.

ოფიციალური გვერდის ძირითადი სამოხმარებლო ენა ინგლისურია. თუმცა ყველაზე საინტერესო მოვლენები სხვა ენებზეც გავრცელდება. მასზე განთავსდება სხვადასხვა პრომო აქცია, საინტერესო ისტორიები, ფასდაკლებები და უამრავი კონკურსი. გვერდის მოძებნა ინტერნეტ სივრცეში შემდეგ მისამართზეა შესაძლებელი: www.facebook.com/flydubai

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ჩვენი გვერდის ნახვა უკვე facebook-შიცაა შესაძლებელი. იგი flydubai-სთვის სოციალური მედიის ძირითადი არხი იქნება, რომელიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო განვითარდება" - განაცხადა flydubai-ს ხელმძღვანელმა გაიტ ალ გაიტმა (Ghaith Al Ghaith). „ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ მომხმარებლის დამოკიდებულებასა და აზრს. ამის მტკიცებულებაა ჩვენი უკანასკნელი სერვისი, რომელიც ბიზნეს-კლასს გულისხმობს, რაც სწორედ მგზავრთა სურვილებზე დაყრდნობით დავამატეთ. მომხმარებლისთვის ისეთი პლატფორმის შეთავაზება, როგორც ფეისბუქია (Facebook), ავიაკომპანიას საშუალებას აძლევს სწრაფად და ოპერატიულად მოახდინოს რეაგირება მათ ნებისმიერ მოთხოვნაზე და შესაბამისად დააკმაყოფილოს მათი სურვილები კიდევ უფრო მაღალ დონეზე".

ავიაკომპანია ასევე YouTube-ზეცაა წარმოდგენილი და მის ვიდეო-მასალებს იქ ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა აქვს. გასული წლიდან ავიაკომპანია LinkedIn-საც შეუერთდა (13 000 კონტაქტი), ხოლო სულ ახლახანს კომპანიამ საკუთარი პროფილი Instagram-ზეც გაუშვა.

###

flydubai-ს შესახებ:
ავიაკომპანია flydubai მუდმივად ცდილობს ტურისტებს მოუხსნას დაბრკოლებები და გაუმარტივოს კომუნიკაცია სხვადასხვა ქვეყნის და კულტურის მქონე მოქალაქეებთან.
flydubai ოპერირების დაწყებიდან (2009 წელი) დღემდე:
დუბაიში დაფუძნებული ავიაკომპანია flydubai ცდილობს წაშალოს მოგზაურობასთან დაკავშირებული წინააღმდეგობები და ერთმანეთს დაუკავშიროს მის მზარდ ქსელში არსებული კულტურები. 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე:
• flydubai-ს ქსელი 60-ზე მეტ მიმართულებას მოიცავს, ხოლო 2013 წლის იანვრიდან დღემდე 14 ახალი მიმართულება დაანონსდა;
• ავიაკომპანიამ 44 ახალი, გაერთიანებული არაბეთის საემიროების ავიაკომპანიებისთვის აქამდე აუთვისებელი მიმართულებით დაიწყო რეისების შესრულება;
• flydubai-ს ავიაპარკი 30 თვითმფრინავისგან შედგება. 2016 წელს თვითმფრინავების რაოდენობა 50-მდე გაიზრდება;

ახალგაზრდა, სწრაფადმზარდ და კომფორტულ ავიაკომპანიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დუბაის ეკონომიკის განვითარებაში, ხელს უწყობს დუბაის მთავრობას აქამდე აუთვისებელ ქვეყნებთან ტურისტული და სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ინტერნეტგვერდს flydubai.com.

 

წაკითხულია: 4113