პრესრელიზი
3 ოქტომბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge
flydubai ქალაქ ტაბუკის მიმართულებით იწყებს ოპერირებას
დუბაის ინოვაციური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია საუდის არაბეთის სამეფოს ქალაქ ტაბუკის მიმართულებით პირველ რეისს 2012 წლის 7 ნოემბერს შეასრულებს.
Flydubai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გაიტ ალ გაიტმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა: მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საუდის არაბეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ჩვენი კომპანიის ქსელის გაფართოებაში გაწეული დახმარებისთვის. ქალაქი ტაბუკი ბიზნესისა და დასვენების ცენტრია. რეგიონის შიგნით მოგზაურობას სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ამჯობინებს, ეს ქალაქი კი არაჩვეულებრივ დასასვენებელ წერტილს წარმოადგენს.
ტურისტების დიდი ნაკადის შემოდინების გამო ამჟამად ქალაქში საკვანძო ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა მიმდინარეობს. ტაბუკის აეროპორტი განახლების პროცესშია, საერთაშორისო სასტუმროების ქსელები და ტურისტული კომპანიები ქალაქში თავიანთ წარმომადგენლობებს ხსნიან და აფართოებენ ქსელს.
გასული 10 წლის განმავლობაში საუდის არაბეთი გაერთიანებული არაბეთის საემიროების ძირითადი რეგიონალური და კომერციული პარტნიორი გახდა. ფედერალური საბაჟო ორგანოს მონაცემებით გაერთიანებული არაბეთის საემიროების ძირითადი პარტნიორი ნავთობის სფეროს გამოკლებით არის საუდის არაბეთი. ორ ქვეყანას შორის ურთიერთვაჭრობის ბრუნვამ 2012 წლის თებერვალში 2.2 მილიარდი დირჰამი შეადგინა.
Flydubai-ს აქვს უმარტივესი მომსახურეობის მოდელი, სადაც მომხმარებელი იხდის მხოლოდ იმის ფულს, რაც სჭირდება. თვითმფრინავის ბორტზე მოხვედრის პირველივე მომენტიდან მგზავრებს შეუძლიათ აირჩიონ სხვადასხვა დამატებითი მომსახურეობა. გასართობი პროგრამით სარგებლობის საფასური 10 დირჰამიდან იწყება. თქვენ ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ სხვადასხვა საკვებისგან და სასმელისგან შემდგარი მენიუ და Duty Free-ს სხვადასხვა ნივთები.
Flydubai ფრენებს ტაბუკის მიმართულებით დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ჩრდილოეთ მხარეზე მდებარე მეორე ტერმინალიდან შეასრულებს. ავიაკომპანია ფრენების შესრულებას ამა წლის 7 ნოემბრიდან დაიწყებს.
ფრენების განრიგი:
flydubai ტაბუკის მიმართულებით კვირაში 2 რეისს შეასრულებს. რეისები ოთხშაბათს და პარასკევს შესრულდება.
ოთხშაბათი: რეისი ნომრით FZ881 დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მეორე ტერმინალიდან 09.45 საათზე გამოფრინდება და ტაბუკის აეროპორტში ადგილობრივი დროით 12.00 საათზე დაეშვება. ტაბუკიდან რეისი ნომრით FZ882 ტაბუკიდან 13.00 საათზე გაემგზავრება და დუბაიში ადგილობრივი დროით 16.45 საათზე დაეშვება.
პარასკევი: რეისი ნომრით FZ881 დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მეორე ტერმინალიდან 21.35 საათზე გამოფრინდება და ტაბუკის აეროპორტში ადგილობრივი დროით 23.55 საათზე დაეშვება. ტაბუკიდან რეისი ნომრით FZ882 ტაბუკიდან შაბათს დილით 00.55 საათზე გაემგზავრება და დუბაიში ადგილობრივი დროით 04.40 საათზე დაეშვება.
ბილეთების ფასი დუბაიდან ტაბუკის მიმართულებით 1000 დირჰამიდან ეღირება. ტარიფი ყველა საბაჟო მოსაკრებელს, 20 კგ. შემოწმებულ ბარგს, 7 კგ.-მდე ხელბარგს და ერთი ნოუთბუქის ჩანთას შეიცავს. ვიპ სავარძელი დამატებით 100 დირჰამი (28$) დაგიჯდებათ.
ბილეთების შეძენა flydubai.com ინტერნეტგვერდის, ცხელი ხაზის (+971 4 231 1000) ან პარტნიორი ტურისტული კომპანიების მეშვეობითაა შესაძლებელი. flydubai.com ზე უკვე ავტომობილის დაქირავება და დაზღვევაც ხელმისაწვდომია.