პრესრელიზი
6 იანვარი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge
flydubai ქართველ ოჯახებს დუბაის შოფინ ფესტივალზე ეპატიჟება
ზამთრის დღესასწაულების განმავლობაში დუბაიში შოფინგ ფესტივალი იმართება
flydubai ქართველ მგზავრებს დუბაის საერთაშორისო ფესტივალზე ეპატიჟება, რომელიც 2014 წელს 2 იანვრიდან 2 თებერვლამდე ტარდება.
1996 წლიდან მოყოლებული დუბაის შოფინგ ფესტივალი შუა აღმოსავლეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფესტივალად ჩამოყალიბდა. საერთაშორისო ფესტივალი მოიცავს განსაკუთრებულ შემოთავაზებებს, ფასდაკლებებს, ფეშენ შოუებს, გამოფენებს და სპეციალურ ღონისძიებებს მთელი ოჯახისთვის. განსაკუთრებით საინტერესოა დუბაის მსოფლიო თასი, ღონისძიებები გლობალ ვილიჯში და კარნავალი, რომელიც შოუს განმავლობაში დუბაის სხვადასხვა მოლში მთელი ქალაქის მაშტაბით ეწყობა.
თბილისიდან სამი საათის ფრენის მანძილზე დუბაი საშუალებას აძლევს ქართველ მგზავრებს შეხვდნენ ახალ წელს აღმოსავლეთის ულამაზეს ქალაქ დუბაიში. ავიაკომპანია flydubai-მ თბილისის მიმართულებით ფრენები 2011 წელს დაიწყო და თავის მხრივ პირველი გადამზიდავი გახდა, რომელმაც ერთმანეთს დააკავშირა არაბეთის გაერთიანებული საამიროები და საქართველო. კომპანიამ ფრენების შესრულება ორი რეისით დაიწყო და ამ ეტაპზე კვირაში ოთხ რეისს ასრულებს. მხოლოდ მიმდინარე წლის 11 თვის მაჩვენებლით (იანვარი-ნოემბერი) ავიკომპანიის მგზავრთა ნაკადი თბილისის მიმართულებით 35%ით გაიზარდა.
თბილისის მიმართულების კომენტარებისას flydubai-ს ვიცე პრეზიდენტმა ჯეიჰუნ ეფენდიმ განაცხადა: „დუბაი პოპულარული მიმართულებაა ქართველი ვიზიტორებისათვის, განსაკუთრებით კი ზამთრის დღესასწაულებზე. ჩვენ ამ ეტაპზე კვირაში ოთხ რეისს ვთავაზობთ ქართველ ტურისტებს. დიდი იმედი გავქვს ქართველი მოგზაურები დუბაიში არა მხოლოდ თბილი ამინდებით, არამედ სხვადასხვა ღონისძიებებითა და ფასდაკლებებითაც ისიამოვნებენ, რომელიც მათ დუბაის შოფინგ ფესტივალის განმავლობაში ელით."
ბილეთის ფასი 350$-დან იწყება და მისი შეძენა ავიაკომპანიის ოფიციალური ვებ გვერდის www.flydubai.com ის მეშვეობით, ან ავიაკომპანიის ოფიციალური დისტრიბუტორი კომპანია „დუბაი.ჯის" (www.dubai.ge) დახმარებითაც შეგიძლიათ (ცხელი ხაზის ნომერია: +99532 2400808 ან +99532 2400909). დუბაის შოფინგ ფესტივალზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ფესტივალის ოფიციალურ გვერდს (www.mydsf.ae/en) ეწვიეთ.
flydubai-ს შესახებ:
ავიაკომპანია flydubai მუდმივად ცდილობს ტურისტებს მოუხსნას დაბრკოლებები და გაუმარტივოს კომუნიკაცია სხვადასხვა ქვეყნის და კულტურის მქონე მოქალაქეებთან.
flydubai ოპერირების დაწყებიდან (2009 წელი) დღემდე:
დუბაიში დაფუძნებული ავიაკომპანია flydubai ცდილობს წაშალოს მოგზაურობასთან დაკავშირებული წინააღმდეგობები და ერთმანეთს დაუკავშიროს მის მზარდ ქსელში არსებული კულტურები. 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე:
• flydubai-ს ქსელი 60-ზე მეტ მიმართულებას მოიცავს, ხოლო 2013 წლის იანვრიდან დღემდე 14 ახალი მიმართულება დაანონსდა;
• ავიაკომპანიამ 44 ახალი, გაერთიანებული არაბეთის საემიროების ავიაკომპანიებისთვის აქამდე აუთვისებელი მიმართულებით დაიწყო რეისების შესრულება;
• flydubai-ს ავიაპარკი 30 თვითმფრინავისგან შედგება. 2016 წელს თვითმფრინავების რაოდენობა 50-მდე გაიზრდება;
ახალგაზრდა, სწრაფადმზარდ და კომფორტულ ავიაკომპანიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დუბაის ეკონომიკის განვითარებაში, ხელს უწყობს დუბაის მთავრობას აქამდე აუთვისებელ ქვეყნებთან ტურისტული და სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ინტერნეტგვერდს flydubai.com.