პრესრელიზი
20 მარტი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge
flydubai-ს ქსელი უკვე 60-ზე მეტ მიმართულებას მოიცავს
დუბაის ინოვაციურმა ავიაკომპანიამ უკრაინის მიმათულებით ახალი მამართულებები დაამატა, ხოლო რუსეთში რეისების რაოდენობა რვამდე გაზარდა.
2013 წლის 16 აპრილიდან flydubai მინერალური წყლების მიმართულებით იწყებს ფრენებს, ხოლო როსტოვისა და ვოლგოგრადის მიმართულებით ავიაკომპანია ოპერირებას 2013 წლის 13 სექტემბრიდან დაიწყებს. მიმდინარე წლის 20 სექტემბრიდან flydubai კრასნოდარის მიმართულებითაც დაიწყებს რეისების შესრულებას.
flydubai ერთადერთი ავიაკომპანიია, რომელიც დუბაიდან შავი ზღვის კურორტების ოდესას და დნეპროპეტროვსკის მიმართულებით პირდაპირ რეისებს შეასრულებს. ოდესის მიმართულებით flydubai რეისების შესრულებას 2013 წლის 15 სექტემბრიდან იწყებს. 2013 წლის 15 სექტემბრიდან უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით ყოველდღიური რეისების რაოდენობა გაორმაგდება და კიევის მიმართულებით ყოველდღიურად ორი რეისი შესრულდება. ხოლო 18 სექტემბრიდან ავიაკომპანია flydubai დნეპროპეტროვსკის მიმართულებით დაიწყებს ოპერირებას.
ახალი რეისების დამატებით, flydubai-ს ახლო აღმოსავლეთის ავიაკომპანიებს შორის დსთ-ს ქვეყნებში ყველაზე დიდი ქსელი ექნება.
flydubai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გაიტ ალ გაიტმა მოსკოვის ყოველწლიურ საერთაშორისო მოგზაურობის და ტურიზმის გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: "ჩვენი კომპანიისთვის უკრაინა და რუსეთი მნიშვნელოვანი ბაზრებია. ბოლო ორი წელია ამ ქვეყანებში მოთხოვნის სტაბილურ ზრდას ვაკვირდებით. პოპულარულია არა მარტო დუბაის მიმართულება, არამედ მგზავრთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა დუბაის გავლით შრილანკასა და მალდივებზე. რეგიონალურ აეროპორტებზე ყურადღების გამახვილების სტრატეგია კომპანიის ზრდის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ახალი მიმართულება უფრო მეტ ადამიანს მისცემს საშუალებას პირდაპირი რეისებისა და ხელმისაწვდომი ფასების მეშვეობით იმოგზაურონ გაერთიანებულ არაბეთის საემიროებში".
მიმდინარე წელს ავიაკომპანიამ უკვე 12 ახალი მიმართულება დააანონსა. მისი ქსელი უკვე 60-ზე მეტი მიმართულებას მოიცავს ცენტრალური აღმოსავლეთის, აფრიკის, ინდოეთის სუბკონტინენტის, აზიის, დსთ-ს, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.
flydubai-მ რუსეთის ფედერაციაში პირველი რეისი 2010 წლის ოქტომბერში შეასრულა. გასულ წელთან შედარებით, 2012 წელს 73%-ით მეტმა მგზავრმა ისარგებლა ავიაკომპანიის სერვისით. წელს მგზავრთა ნაკადი უკვე 86%-ით გაიზარდა.
flydubai-მ უკრაინაში ფრენების განხორციელება 18 თვის წინ დაიწყო, სადაც ამ პერიოდის მანძილზე მგზავრების რაოდენობა 38%-მდე გაიზარდა. კიევის, ხარკოვის და დონეცკის მგზავრების 19% კოლომბოში დუბაის გავლით და ჩვენი ავიაკომპანიის მეშვეობით დაფრინავს.
კრასნოდარი, როსტოვი და ვოლგოგრადი რუსეთის ფედერაციის სამხრეთით მდებარე ქალაქებია. კრასნოდარი რუსეთის საკვანძო ეკონომიკური და ტურისტული ცენტრია. როსტოვი და ვოლგოგრადი მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრებს წარმოადგენენ. ოდესას „შავი ზღვის მარგალიტს" უწოდებენ. იგი პოპულარული საზაფხულო კურორტია, რომელიც ცნობილია მრავალფეროვანი სანაპიროებით, ისტორიული ძველი ქალაქით, 200 საფეხურიანი პოტიომკინის კიბით, რომელიც ქალაქის და ზღვის დამაკავშირებელ კარიბჭეს წარმოადგენდა. დნეპროპეტროვსკი უკრაინის სიდიდით მეოთხე ქალაქია, რომელიც ქვეყნის საკვანძო ინდუსტრიულ ზონას წარმოადგენს.
ბილეთების შეძენა ავიკომპანიის სხვადასხვა მიმართულებებით flydubai.com ინტერნეტ გვერდის, ასევე ადგილობრივი სააგენტოს დუბაი ჯის საშუალებითაა შესაძლებელი