პრესრელიზი
20 იანვარი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაიკო ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge
flydubai ქსელს ზრდის და ახალ მიმართულებას ჰოფუფს ამატებს
დუბაიში ბაზირებული გადამზიდავი საუდის არაბეთში მეთერთმეტე მიმართულებას ამატებს
ავიკომპანია flydubai კვლავაც განაგრძობს ქსელის გაფართოებას და ამ ეტაპზე მის ქსელს ახალი მიმართულება ჰოფუფი ემატება, რომელიც საუდის არაბეთის სამეფოს აღმოსავლეთ პროვინციაში მდებარეობს.
6 თებერვლიდან ალ-აჰსას აეროპორტის მიმარულებით ფრენები კვირაში ორჯერ შესრულდება და იგი სამეფოს მეთერთმეტე ქალაქი იქნება.
ამ მოვლენასთან დაკავშირებით გაიტ ალ გაიტმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ ჩვენ დიდ მადლიერებას გამოვხატავთ საუდის არაბეთის მთავრობისადმი, რომელმაც მხარი დაგვიჭირა და საშუალება მოგვცა კიდევ უფრო გაფართოებულიყო ჩვენი ქსელი საუდის არაბეთში. ახალი სერვისი კიდევ უფრო გააძლიერებს ვაჭრობასა და კულტურას ორ ქვეყანას შორის."
flydubai პირველი ავიაკომპანიაა რომელმაც პირდაპირი ფრენები დაიწყო დუბაისა და ჰუფოფს შორის და მისი მიზანია კიდევ უფრო შეუწყოს ხელი ვაჭრობასა და ტურიზმს ამ კუთხეში. ახალი მიმართულება საშუალებას მისცემს მგზავრებს იმოგზაუროს სამეფოს ულამაზეს ქალაქში და უკეთ გაეცნოს მის კულტურასა და ისტორიას.
სამეფოში ფრენების დაწყებით 2010 წლიდან ავიაკომპანიამ საუდის არაბეთის ათი ქალაქი დაუკავშირა დუბაის, ესენია: აბჰა,ჰაილი, ჰუფოფი, გასიმი, ჯედა, მადინა, რიადი, ტაბუკი, ტაიფი და იანბუ.
ფრენები ჰოფუფის მიმართულებით კვირაში სამშაბათსა და შაბათს შესრულდება. ბილეთების შეძენა კი flydubai-ს ვებ გვერდის (flydubai.com) მეშვეობით, ცხელი ხაზის (+971 4 231 1000), ან პარტნიორი კომპანია „დუბაი ჯის" საშუალებითაა შესაძლებელი.
flydubai-ს შესახებ:
ავიაკომპანია flydubai მუდმივად ცდილობს ტურისტებს მოუხსნას დაბრკოლებები და გაუმარტივოს კომუნიკაცია სხვადასხვა ქვეყნის და კულტურის მქონე მოქალაქეებთან.
flydubai ოპერირების დაწყებიდან (2009 წელი) დღემდე:
დუბაიში დაფუძნებული ავიაკომპანია flydubai ცდილობს წაშალოს მოგზაურობასთან დაკავშირებული წინააღმდეგობები და ერთმანეთს დაუკავშიროს მის მზარდ ქსელში არსებული კულტურები. 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე:
• flydubai-ს ქსელი 60-ზე მეტ მიმართულებას მოიცავს, ხოლო 2013 წლის იანვრიდან დღემდე 14 ახალი მიმართულება დაანონსდა;
• ავიაკომპანიამ 44 ახალი, გაერთიანებული არაბეთის საემიროების ავიაკომპანიებისთვის აქამდე აუთვისებელი მიმართულებით დაიწყო რეისების შესრულება;
• flydubai-ს ავიაპარკი 30 თვითმფრინავისგან შედგება. 2016 წელს თვითმფრინავების რაოდენობა 50-მდე გაიზრდება;
ახალგაზრდა, სწრაფადმზარდ და კომფორტულ ავიაკომპანიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დუბაის ეკონომიკის განვითარებაში, ხელს უწყობს დუბაის მთავრობას აქამდე აუთვისებელ ქვეყნებთან ტურისტული და სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ინტერნეტგვერდს flydubai.com.