ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
flydubai ქსელს პაკისტანის მიმართულებით აფართოებს
11/02/2013
         


პრესრელიზი

11 თებერვალი, 2012 
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის 


საკონტაქტო ინფორმაცია: 
მაია ჩიტაშვილი, 
593 260609; 
maiko@publicity.ge

ავიაკომპანია flydubai მულტანის და სიალკოტის მიმართულებით იწყებს ოპერირებას

flydubai ქსელს პაკისტანის მიმართულებით აფართოებს

დუბაის ინოვაციური ავიაკომპანია პაკისტანის ორი ქალაქის მულტანის და სიალკოტის მიმართულებით იწყებს ფრენების განხორციელებას.ავიაკომპანია flydubai 2013 წლის 13 და 14 მარტიდან პაკისტანის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სიალკოტის და ქვეყნის ცენტრალური ქალაქის მულტანის მიმართულებით  კვირაში 3 რეისს შეასრულებს.

flydubai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გაიტ ალ გაიტმა განაცხადა: ჩვენმა ავიაკომპანიამ პაკისტანში, ყარაჩის მიმართულებით რეისების შესრულება 2010 წლის ივნისში დაიწყო. ეს რეისი საკმაოდ დიდი მოთხოვნით სარგებლობს. გაერთიანებულ არაბეთის საემიროებში ძალიან ბევრი პაკისტანელი ემიგრანტი ცხოვრობს, ასევე ბევრმა სავაჭრო კავშირები დაამყარა ჩვენს ქვეყანასთან. ჩვენ გვაქვს მყარი მოლოდინი იმისა, რომ ეს ორი ახალი რეისი ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც არის ყარაჩის რეისი, რადგან ჩვენ მგზავრებს ხელმისაწვდომ ტარიფებს ვთავაზობთ.

ფრენების განრიგი:

სიალკოტი: flydubai სიალკოტის მიმართულებით კვირაში 3 რეისს შეასრულებს. ფრენები განხორციელდება ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს. რეისი ნომრით FZ337 დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მეორე ტერმინალიდან 00.25 სთ-ზე გაფრინდება და სიალკოტში ადგილობრივი დროით 04.25 სთ-ზე დაეშვება. რეისი ნომრით FZ338  სიალკოტიდან 05.05 საათზე გაფრინდება და დუბაიში ადგილობრივი დროით 08.15 სთ-ზე დაეშვება.

მულტანი: flydubai მულტანის მიმართულებით კვირაში 3 რეისს შეასრულებს. ფრენები განხორციელდება სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს. რეისი ნომრით FZ339 დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მეორე ტერმინალიდან 00.30 სთ-ზე გაფრინდება და მულტანში ადგილობრივი დროით 04.05 სთ-ზე დაეშვება. რეისი ნომრით FZ340  მულტანიდან 05.05 საათზე გაფრინდება და დუბაიში ადგილობრივი დროით 07.15 სთ-ზე დაეშვება.სიალკოტის მიმართულებით ორმხრივი ფრენების ღირებულების საწყისი ფასი 1050,  ხოლო მულტანის მიმართულებით 1230 დირჰამი იქნება. ეს ფასები შეიცავს ყველა საბაჟო მოსაკრებელს, 7კგ-მდე ხელბარგის და პატარა ზომის ნოუთბუქის ჩანთის ტრანსპორტირების საფასურს. 20 კგ. შემოწმებული ბარგის ღირებულება 50 დირჰამიდან იწყება. ვიპ სავარძელი დამატებით 100 დირჰამი დაგიჯდებათ.

ბილეთების შეძენა 
flydubai.com ინტერნეტგვერდის, ქოლ ცენტრის (+971 4 231 1000) ან პარტნიორი დისტრიბუტორი კომპანია დუბაი ჯის მეშვეობითაა შესაძლებელი.

flydubai-ს შესახებ:

დუბაის პირველი დაბალბიუჯეტიანი და მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ახალბედა ავიაკომპანია 2008 წლის მარტში დაარსდა. პირველი კომერციული რეისი Flydubai-მ 2009 წლის ივნისში შეასრულა. მისი ოპერირების ქსელი ცენტრალური აღმოსავლეთის, აფრიკის, ინდოეთის სუბკონტინენტის, აზიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით 50-ზე მეტ ქალაქს შეიცავს. ავიაპარკი 28 თვითმფრინავისგან შედგება.Flydubai ქალაქ დუბაის მთავრობის საკუთრებას წარმოადგენს. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ხელს უწყობს ქალაქის კომერციული და ტურისტული სექტორის განვითარებას და ყველა მგზავრს სთავაზობს ხელმისაწვდომი ტარიფებით ფრენას საკმაოდ ბევრი მიმართულებით. ავიაკომპანია ერთგულად ემსახურება ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს და კომფორტულ მოგზაურობას, მუდმივად ამცირებს რა ფრენის საფასურს, უკეთებს ოპტიმიზაციას ფრენების წარმადობას და მგზავრებს მეტ არჩევანს სთავაზობს. ტვირთების გადაზიდვა Flydubai-მ 2012 წლის 1 იანვარს დაიწყო და თავისი ოპერირების ქსელის გარდა სხვა მიმართულებებსაც ემსახურება.

 

წაკითხულია: 2191