ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
flydubai ქსელს აფართოებს
18/01/2012
 

   
პრესრელიზი   

18 იანვარი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის 

საკონტაქტო ინფორმაცია:

მაია ჩიტაშვილი,
593 260609; 
http://maiko@publicity.ge

flydubai ქსელს აფართოებს

flydubai ბაღდადის მიმართულებით იწყებს ფრენას

[PUBLICITY.GE] თბილისი, 18 იანვარი, 2012 - დუბაის დაბალფასიანი ავიაკომპანია flydubai თავის მუდმივად მზარდ ქსელს ახალ მიმართულებას , ეხლა უკვე ბაღდადს (ერაყი) ამატებს.

flydubai-მ პირველი რეისი გუშინ  შეასრულა. რეისი ნომრით FZ215 დუბაის აეროპორტის 2 ტერმინალიდან 13.55 ზე გაფრინდა, ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში კი 15.45-ზე დაეშვა.

კომპანია flydubai ბაღდადის მიმართულებით კვირაში ოთხ რეისს შეასრულებს.  ერაყის მიმართულებით კი ოთხ ქალაქში  ერბილში, სულაიმანიაში, ნაჯაფში და უკვე ბაღდადში განახორციელებს ფრენებს. ნაჯაფში პირველი რეისი კვირას 29 იანვარს შესრულდება.

flydubai-ს აღმასრულებელი დირექტორი გაიტ ალ გაიტი აცხადებს: მინდა მადლობა გადავუხადო ერაყის ხელისუფლების წარმომადგენლებს. დიდი მადლობა მათ ასეთი ძლიერი მხარდაჭერისთვის. ჩვენი კომპანია უკვე ემსახურება ერაყის სამ მთავარ  ქალაქს, მეოთხე ქალაქი ნაჯაფი კი თვის ბოლოს დაგვემატება. ჩვენი ახალი რეისი ბაღდადისა და დუბაის  მგზავრებს  მაღალი ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასებით უზრუნველყოფს. flydubai-ს ახალი რეისი ბაღდადის მიმართულებით განამტკიცებს ორ ქვეყანას შორის არსებულ  ურთიერთობებს  და ხელს შეუწყობს ახალი საქმიან და სავაჭრო კავშირების დამყარებას.


2009 წლის მონაცემებით ერაყის ხელისუფლების აღმასრულებელი პირების ინფორმაციით გაერთიანებული არაბეთის საემიროებსა და ერაყს შორის მთლიანი სავაჭრო პროდუქტი 6.5 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდებოდა. წინასწარი პროგნოზით 2012 წელს ეს ციფრი 7 მილიარდს აშშ დოლარს მიაღწევს. გაერთიანებულ არაბეთის საემიროებსა და ერაყს შორის სავაჭრო ურთიერთობა მოიცავს  ინდუსტრიის, სოფლის მეურნეობის, საკვები პროდუქტებისა და მომსახურეობის სფეროში თანამშრომლობას. ამჟამად ემირატების 24 კომპანია ახაორციელებს ერაყში ინვესტიციებს მშენებლობისა და საკვები პროდუქტების წარმოების სფეროში.

ერაყის დედაქალაქმა ბაღდადმა ბოლო წლებში უზარმაზარი აღდგენითი პერიოდი გამოიარა. ამჟამად ერაყში უცხოელი ინვესტორებისა და ექსპერტების წყალობით ვითარდება სამშენებლო და ენერგო სექტორი, საცალო ვაჭრობა და სოფლის მეურნეობა. აქედან გამომდინარე flydubai-ს ახალი, ბაღდადის რეისის ძირითადი შემოსავალი სავარაუდოდ ბიზნეს მოგზაურობა იქნება.

ფრენები ბაღდადის მიმართულებით კვირაში ოთხჯერ ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს ხორციელდება. დუბაიდან ერთ მხარეს ფრენის ღირებულება 1230 დირჰამიდან იწყება. ბაღდადიდან დუბაის მიმართულებით კი 315 აშშ დოლარია.

წაკითხულია: 2455