ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
flydubai შრი-ლანკას ახალ, მატალა რაჯაპაკსას სახელობის საერთაშორისო აეროპორში ჩაფრინდა
19/03/2013


პრესრელიზი

19 მარტი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge

flydubai შრი-ლანკას ახალ, მატალა რაჯაპაკსას სახელობის საერთაშორისო აეროპორში ჩაფრინდა

ავიაკომპანია შრილანკის მეორე მიმართულებით ოპერირებას 2013 წლის 21 მაისიდან იწყებს
მგზავრების ყოველწლიური მკვეთრი მატების ფონზე ავიაკომპანია ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს

დუბაის ინოვაციურმა ავიაკომპანიამ 18 მარტს ჰამბანტოტას (შრი-ლანკა) მიმართულებით ფრენების დაწყების აღსანიშნავად სპეციალური რეისი  მატალა რაჯაპაკსას საერთაშორისო აეროპორტშიშეასრულა.

დელეგაციას, რომელსაც flydubai-ს კომერციული დირექტორი ჰამად ობაიდალა ხელმძღვანელობდა, მატალა რაჯაპაკსას საერთაშორისო აეროპორტში 21 მაისიდან ფრენების დაწყება დააანონსა. სპეციალური რეისის დახვედრის ცერემონიალს ოფიციალური თანამდებობის პირები და სახელმწიფოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ახალი მიმართულებით ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით flydubai-ს კომერციულმა დირექტორმა ობაიდალამ შემდეგი კომენტარი გააკეთა: "მადლობა მინდა გადავუხადო ხელისუფლების წარმომადგენლებს მათი მხარდაჭერისთვის, იმისთვის, რომ ისინი მუდმივად გვიწყობენ ხელს, რათა შრილანკის ბაზარს მაქსიმალურად ეფექტურად მოვემსახუროთ. ჩვენმა კომპანიამ კოლომბოს მიმართულებით ფრენების განხორციელება 2010 წლის ივლისში, კვირაში 4 რეისის შესრულებით დაიწყო. მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ 2 თვის შემდეგ flydubai-მ კოლომბოს მიმართულებით რეისების რაოდენობა 5-მდე გაზარდა, 2012 წლის მარტიდან კი ჩვენი ავიაკომპანია კოლომბოს მიმართულებით ყოველდღე დაფრინავს. ჩვენ მოხარულნი ვართ ახალ მატალას აეროპორტში რეისის დანიშვნით. ეს მარშრუტი გაზრდის ხელმისაწვდომობას და ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ და სამხრეთ სანაპიროებს შორის კავშირების განვითარებას".



კუნძულზე მეორე მიმართულების დამატებით, flydubai  განაგრძობს შრილნაკის მთავრობის გეგმის მხარდაჭერას, რომელიც 2016 წლისთვის შრილანკაზე 2,5 მილიონი ტურისტის ჩამოყვანას გულისხმობს. ჩვენი ავიაკომპანია 2012 წელს ამ მიმართულებაზე 104 000 მგზავრს მოემსახურა, რითაც წლიური 67%-იანი ზრდა დააფიქსირა.

flydubai-მ  განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დუბაისთან დამაკავშირებელი განრიგის ოპტიმიზაციაზეც, რაც  დსთ-ს, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების და მათ შორის საქარველოდან მოგზაურობის მსურველებს კიდევ უფრო გაამარტივებს მოგზაურობის პროცესს. საერთო ჯამში კი ახალი მოსახერხებელი განრიგი კოლომბოს მგზავრების რაოდენობას 911%-მდე გაზრდის.

ამ ეტაპზე flydubai-ს ცენტრალური აღმოსავლეთის ქვეყნების ავიაგადამზიდავებს შორის ყველაზე ფართო ქსელი გააჩნია, რომელიც დსთ-ს, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს მოიცავს. ავიაკომპანია რეგიონის 10 ქვეყნის 15 მიმართულებას ემსახურება, მათ შორის კოლომბოს და ჰამბანტოტას.

ფრენების განრიგი

flydubai ჰამბანტოტას მიმართულებით კვირაში 3 რეისს შეასრულებს. ფრენები განხორციელდება ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს. რეისი ნომრით FZ551 დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მეორე ტერმინალიდან 22.50 სთ-ზე გამოფრინდება და მატალას საერთაშორისო აეროპორტში ადგილობრივი დროით 05.55 სთ-ზე დაეშვება, ხოლო 06.55 საათზე ეს თვითმფრინავი კოლომბოში დაჯდება.

ფრენები ჰამბანტოტადან დუბაის მიმართულებით ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს შესრულდება. რეისი ნომრით FZ552  პირდაპირ დუბაის მიმართულებით 07.30 საათზე გაფრინდება და დუბაიში ადგილობრივი დროით 10.50 სთ-ზე დაეშვება.

დუბაიდან ჰამბანტოტას  მიმართულებით ფრენის საფასური 995 დირჰამიდან იწყება. დუბაი-თბილისი-დუბაის მიმართულებით კი 1178 დირფამიდან იწყება. ჰამაბანტოტადან დუბაის მიმართულებით ფრენის საფასური 31365 შრულანკური რუპის შეადგენს. ეს ფასები შეიცავს ყველა საბაჟო მოსაკრებელს, 7კგ-მდე ხელბარგის და პატარა ზომის ნოუთბუქის ჩანთის ტრანსპორტირების საფასურს. 20 კგ. შემოწმებული ბარგის ღირებულება 50 დირჰამიდან (14$) იწყება. ვიპ სავარძელი დამატებით 100(28$)  დირჰამს შეადგენს .

ბილეთების შეძენა flydubai.com ინტერნეტ გვერდის, ასევე ადგილობრივი სააგენტოს დუბაი ჯის საშუალებითაა შესაძლებელი

წაკითხულია: 2454