ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
flydubai წელს პირველად არაბეთის ტურისტულ ბაზრობაზე წარდგება
26/04/2012

 
პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი
 
26 აპრილი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
მაიკო ჩიტაშვილი
593 260609
maiko@publicity.ge
 
flydubai წელს პირველად არაბეთის ტურისტულ ბაზრობაზე  წარდგება

[PUBLICITY.GE] თბილისი, 26 აპრილი, 2012
-
დუბაის ყველაზე ინოვაციური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია flydubai წელს პირველად ATM (არაბეთის ტურისტულ ბაზრობაზე) წარდგება. გამოფენაზე flydubai თავის სწრაფადმზარდ ქსელს და მრავალრიცხოვან ინოვაციურ სერვისებს წარმოადგენს.

ავიაკომპანიის ორსართულიან სტენდზე ვიზიტორებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ flydubai-ს თვითმფრინავებში დამონტაჟებული ინოვაციური გასართობი  და ბილეთების დაჯავშნის უახლესი სისტემები.

flydubai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გაიტ ალ გაიტმა განაცხადა: მოხარული ვარ, რომ წელს პირველად ჩვენი კომპანია ATM-ის გამოფენაზე იღებს მონაწილეობას. ჩვენი კომპანია ამ გამოფენას ქსელის განვითარებისთვის, ჩვენი ავიაპარკისა და მომსახურეობების ფართო საზოგადოებაში წარმოჩენისთვის გამოიყენებს.  ჩვენ მსოფლიოს ტურისტებსა და პროფესიონალ ტურისტულ კომპანიებს ჩვენს თვითმფრინავებში დამონტაჟებულ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებსა და წარმოუდგენლად დაბალ ტარიფებს გავაცნობთ.

flydubai სამ  წელიწადზე ნაკლებ დროში დუბაის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული სიდიდით მეორე ავიაგადამზიდავი გახდა. ჩვენმა კომპანიამ ცენტრალური აღმოსავლეთის ქვეყნებში უძლიერესი ქსელი შექმნა. Flydubai-მ ისეთ მიმართულებებზე დანიშნა და განავითარა რეისები, სადაც აქამდე საერთაშორისო ფრენები არ ხორციელდებოდა. საუდის არაბეთის ქალაქებში აბბაში, გასიმში და იანბუში პირველი საერთაშორისო რეისები  Flydubai-მ შეასრულა. პირველი პირდაპირი რეისი რუსეთის ქალაქ ყაზანში და უკრაინის ქალაქ ხარკოვში ჩვენმა ავიაკომპანიამ დანიშნა.

Flydubai ცენტრალურ-აღმოსავლეთ აზიის და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 8 ქვეყანასა და 13 ქალაქში ოპერირებს. ბოლო 1 წლის მანძილზე კომპანია აქტიურად თანამშრომლობს Global Distribution Systems (GDS) - თან, რის შედეგადაც უკვე ათასობით ტურ-ოპერატორისთვის ჩვენი ტარიფები ხელმისაწვდომი გახდა. ასევე გამარტივდა ჩვენი მგზავრებისთვის ნებისმიერი სხვა ავიაკომპანიის თვითმფრინავებზე გადაჯდომა.

Flydubai-მ ერთ-ერთმა პირველმა თავის თვითმფრინავებში კომპანია Lumexis.-ის ულტრათანამედროვე ‘Fiber-To-The-Screen®’ (‘FTTS®’) IFE ტექნიკა დაამონტაჟა. ეს არის 500 საათიანი გართობა, რომელიც 156 ფილმს, 161 სატელევიზიო პროგრამას და 288 მუსიკალურ ალბომს შეიცავს. ეს მსოფლიოს დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებში ყველაზე დიდი ვიდეოთეკაა. ამ სისტემის მეშვეობით მგზავრებს შეუძლიათ გაერთიანებულ არაბეთის საემიროებში ბაზირებული ინგლისურენოვანი Emirates 24/7 ინტერნეტ-გვერდიდან უახლესი ინფორმაციები მიიღონ. მგზავრებისთვის ასევე ხელმისაწვდომია არაბული ყოველდღიური გაზეთები ალ ბაიანი და ემარატ ალ იუმი.

ცენტრალურ-აღმოსავლეთ აზიაში ტურიზმი განაგრძობს სწრაფ განვითარებას. 2011 წელს რეგიონში 55 მილიონმა ადამიანმა იმოგზაურა, როდესაც 1990 წელს მხოლოდ 18 მილიონი ტურისტი ჩამოვიდა. 2012 წელს რეგიონი მინიმუმ 5 %-ით მეტ ტურისტს ელოდება. ამ  ზრდას მნიშვნელოვანწილად ხელს უწყობს ისეთი დაბალბიუჯეტიანი ავიაგადამზიდავების მიერ ახალი რეისების დანიშვნა როგორიც არის  flydubai.

Flydubai 29 ქვეყანაში 45-ზე მეტი მიმართულებით ახორციელებს ფრენებს. ჩვენ პირდაპირ რეისებს ცენტრალურ-აღმოსავლეთ აზიაში, აფრიკაში, დსთ-ში და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ვახორციელებთ. ჩვენი ტარიფი შეიცავს ყველაფერს, რაც მგზავრისთვის მნიშვნელოვანია: დასაჯდომი ადგილის საფასურს, საბაჟო და დღგ-ს გადასახადს, 7 კგ.ხელბარგს, ბარგის შემოწმებას, დასაჯდომ ადგილს სტანდარტულზე მეტი სივრცით, საუზმეს გამაგრილებელი სასმელებით, გასართობ პროგრამას და დამატებით ფასიან სერვისებს მგზავრისთვის მისაღები ტარიფების არჩევით.

ეწვიეთ flydubai-ს სტენდს ATM-ის გამოფენაზე გაერთიანებულ არაბეთის საემიროებში მესამე ჰოლში #1050, რომელიც დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ დუბაის ტურიზმის და სავაჭრო მარკეტინგის გამოფენის გვერდით მდებარეობს.

არაბეთის ტურისტული ბაზრობა ATM უკვე 19 წელია ტარდება. დღეს ის რეგიონში უდიდეს გამოფენას წარმოადგენს და ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოფენაა მსოფლიოში. 2011 წელს გამოფენაში 2200 კომპანია მონაწილეობდა. გამოფენამ  22 000 ტურისტს უმასპინძლა. ATM 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით დუბაის საერთაშორისო ყრილობების და გამოფენების ცენტრში გაიმართება.
 
###
წაკითხულია: 2263