ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
flydubai ჯუბას მიმართულებით იწყებს ოპერირებას
22/04/2013
 


პრესრელიზი

22 აპრილი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge

flydubai ჯუბას მიმართულებით იწყებს ოპერირებას

flydubai პირველი ავიაკომპანია გახდა, რომელმაც გაერთიანებული არაბეთის საემიროებიდან სამხრეთ სუდანის რესპუბლიკაში პირდაპირი ფრენების შესრულება დაიწყო

კვირას, 21 აპრილს დუბაის ინოვაციურმა, დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ სამხრეთ სუდანის რესპუბლიკის დედაქალაქის, ჯუბას მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა.

პირველი საზეიმო რეისით დუბაის აღმასრულებელმა დირექტორმა გაიტ ალ გაიტმა და „Saeed Mohammed Al Ghandi & Sons"-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბუტი ალ განდიმ იმგზავრეს. flydubai-ს წარმომადგენლებისა და გაერთიანებული არაბეთის საემიროების მედია საშუალებების წარმომადგენლებისგან შემდგარ დელეგაციას ოფიციალური დახვედრა ვიცე-პრეზიდენტმა რიკ მაჩა ტენიმ მოუწყო.

flydubai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გაიტ ალ გაიტმა ღონისძიების ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ჩვენი კომპანია მოხარულია ჯუბას მიმართულებით რეისის დანიშვნით. ეს flydubai-ს 56-ე მიმართულებაა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ რეისის დანიშნვნით სამხრეთ სუდანის რესპუბლიკასა და გაერთიანებული არაბეთის საემიროებს შორის გაჩნდება ტურიზმისა და ვაჭრობის განვითარების ახალი შესაძლებლობები".

flydubai განაგრძობს აფრიკის ქსელის განვითარებას და აქამდე აუთვისებელი მიმართულებებით რეისების დამატებას გეგმავს. ავიაკომპანია აფრიკის კონტინენტზე 6 მიმართულებით ახორციელებს ფრენას, ესენია: ადის აბება, ალექსანდრია, ჯიბუტი, ჯუბა, ხართუმი და პორტ სუდანი.

„მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო სამხრეთ სუდანის რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებს თბილი დახვედრისთვის. ხელმისაწვდომი, საიმედო და მაღალი ხარისხის მომსახურეობა, რომელსაც ჩვენ მგზავრებს ვთავაზობთ, ორ ქვეყანას შორის და დუბაის გავლით სხვა ქვეყნებში მოგზაურთა რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს"- განაცხადა გაიტ ალ გაიტმა.

ქსელის სწრაფი ზრდის ხელშეწყობის ფარგლებში, flydubai-ს ავიაპარკს 2013 წლის ბოლომდე 6 ახალი ბოინგის ტიპის თვითმფრინავი დაემატება და ავიაკომპანიის თვითმფრინავების რაოდენობა 34 გახდება.

ავიაპარკი

flydubai-ს ავიაპარკი, 28 ახალი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და სანდო ბოინგ 737-800 ტიპის თვითმფრინავისგან შედგება. 2016 წლის ბოლომდე ავიაკომპანიის ავიაპარკი 50 თვითმფრინავამდე შეივსება.flydubai ხელმისაწვდომი ფასების პირობებში, მაღალი ხარისხის შენარჩუნების პოლიტიკის ერთგული რჩება. ინოვაციური მიდგომა და ღირებულება არის ის ორი საკვანძო მახასიათებელი, რაც flydubai-ს სხვა ავიაკომპანიებისგან განასხვავებს. ავიაკომპანიამ უკანასკნელი 3 წლის მანძილზე მომსახურების უმაღლეს სტანდარტებს მიაღწია და ამავდროულად ხელმისაწვდომი ფასების შენარჩუნება შეძლო.

flydubai-მ თვითმფრინავის ბორტზე გასართობი საშუალებების დარგში ახალი სტანდარტები დაამკვიდრა. ის პირველი ავიაკომპანია გახდა, რომელმაც მგზავრებს ფილმები HD ხარისხით შესთავაზა. თვითმფრინავის ბორტზე მგზავრებს საშუალება აქვთ 900 საათიანი ფილმოთეკით ისარგებლონ, რომელიც 225 ფილმის, 200 სატელევიზო პროგრამის და 370 მუსიკალური ალბომისგან შედგება.

ტვირთების გადაზიდვა

2012 წლის იანვრიდან, flydubai-მ ტვირთების გადაზიდვა დაიწყო. ტვირთების გადაზიდვის სერვისი ისეთივე წარმატებული, ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი სერვისი გახდა, როგორიც არის მგზავრთა მომსახურება.  ავიაკომპანია ტვირთების დუბაის ტერმინალში ჩართული ქსელის და Emirates, Singapore Airlines და British Airways-თან დადებული პარტნიორული ხელშეკრულებების მეშვეობით ახორციელებს. ქსელი 55 მიმართულებას მოიცავს.

 

 

 

წაკითხულია: 2133