პრესრელიზი
26 სექტემბერი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge
flydubai - ეს ბიზნეს-კლასია!
ავიაკომპანია ბიზნეს-კლასის მგზავრებისთვის ბიზნეს-გუნდის მომსახურებას იწყებს
დუბაიში ბაზირებული ავიაკომპანია flydubai, რომელიც მიმდინარე წლიდან ბიზნეს-კლასს ამატებს, ბიზნეს-გუნდის მომსახურებას იწყებს, რაც მოგზაურობის პროცესს კიდევ უფრო კომფორტულსა და ინდვიდუალურს გახდის.
ბიზნეს-კლასი პირველ მგზავრებს ოქტომბერში უმასპინძლებს და ამით ავიაკომპანიის განვითარებაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება.
პრემიუმ სერვისის კომენტარებისას კომპანიის ხელმძღვანელმა გაიტ ალ გაიტმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „კომპანიის საქმიანობის დაწყებიდან flydubai-ს მიზანს წარმოადგენდა ფრენის დროს მგზავრებს რაც შეიძლება განსაკუთრებული და ინდივიდუალური სამოგზაურო გამოცდილება მიეღოთ. ამიტომაც ჩვენი ახალი სერვისი კიდევ უფრო განვასხვავეთ არსებული პროდუქტების შეთავაზებისაგან, რაც ლოგიკური გაგრძელებაა, რომ კომპანია ბიზნეს მოდელზე გადავიდეს."
"შთაბეჭდილებები, რომელსაც მგზავრი განიცდის ჯერ კიდევ აფრენის მომენტიდან, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფრენის დროს ბორტზე მიღებული შემდგომი შთაბეჭდილება. ამიტომაც ჩვენ შევქმენით ბიზნეს-კლასის მგზავრთა 24 საათიანი სერვის გუნდი, რათა ჩვენს მგზავრებს შეეძლოთ დღე-ღამის განმავლობაში მიიღონ მათთვის ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია და კიდევ უფრო გაიმარტივონ მოგაზურობის პროცესი; სწრაფად გაიარონ მგზავრობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პროცედურა".
ყოველთვის მზად
იმისთვის, რომ ბიზნეს-კლასის მგზავრებმა მიიღონ მაქსიმალური სიამოვნება პრემიუმ კლასის მომსახურებით, მათ განკარგულებაშია ბიზნეს-კლასის სპეციალური გუნდი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში, კვირის ნებისმიერ დღეს მოემსახურება მგზავრებს აეროპორტში, როგორც სატელეფონო და სმს სერვისის მეშვეობით (+971 56 644 8866).
ბიზნეს-კლასის გუნდის წევრები დახმარებას გაუწევენ მგზავრებს გააკეთონ ჯავშანი, აირჩიონ სასურველი ადგილი, კვება, შეარჩიონ უახლესი ფილმები ან მიიღონ ინფორმაცია რეისზე რეგისტრაციის შესახებ.
flydubai ბიზნეს-კლასის მგზავრებისთვის On Demand სერვისსაც სთავაზობს, რაც სმს (SMS) მომსახურებას გულისხმობს, რომლის დროსაც ასევე შესაძლებელია დამატებითი მომსახურებისა და ინფორმაციის მიღება ბიზნეს-გუნდისგან.
აეროპორტში
ბიზნეს-კლასის მგზავრებს საშაულება ექნებათ ისარგებლონ რეგისტრაციის უპირატესობით, რომელიც განხორციელდება მანქანის პარკინგიდან 120 ნაბიჯის სავალზე. ბიზნეს-გუნდი აეროპორტშივე დაეხმარება მგზავრებს რეგისტრაციის სწრაფად გავლასა და ბარგის მიღებაში.უკვე წლის ბოლომდე ბიზნეს-კლასის მგზავრებს შეეძლებათ ფრენის დაწყებამდე სპეციალურ ლოუნჯითაც ისარგებლონ.
პრემიუმ კლასის მგზავრებს დუბაიში ჩასვლისთანავე მოემსახურებათ ავტობუსი, რომელიც მგზავრს გადაიყვანს სატრანსფერო ზონაში, სადაც ასევე უსწრაფესად გაივლიან საემიგრაციო კონტროლს და იქვე მიიღებენ ბარგს.
ბიზნეს-კლასით აღჭურვილი პირველი ხომალდი ავიაკომპანიამ ამ წლის აგვისტოში მიიღო. ყველა ახალი ხომალდი, რომელსაც კომპანია მიიღებს აღჭურვილი იქნება, როგორც ბიზნეს ისე ეკონომ-კლასის სალონით.
ბიზნეს-კლასის მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ გვერდის www.flydubai.com/en/business/ მეშვეობით.