პრესრელიზი
15 იანვარი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge
flydubai უფასოდ
ავიაკომპანის ახალი აქცია ბილეთებზე: ერთი ბილეთის შეძენის შემთხვევაში მეორე საჩუქარია
დუბაის პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიკომპანია flydubai სისტემატურად ზრუნავს რაც შეიძლება მეტი სიახლე შესთავაზოს თავის მგზავრებს და ამჯერადაც ქართველ ოჯახებს სთავაზობს პრომო აქციას თბილისი-დუბაის ორივე გზის ბილეთებზე: „იყიდე ერთი და მიიღე მეორე საჩუქრად"
ახალი გრანდიზული აქცია flydubai-ს ბილეთებზე 5 თებერვლამდე დაჯავშნილ ყველა ბილეთზე მოქმდებს და იგი 2013 წლის 10 თებერვლამდე გასტანს. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია flydubai-ს მგზავრი, რომელიც სწორედ ამ პერიოდში გადაწყვეტს მოგზაურობას ერთი ბილეთის შეძენის შემთხვევაში მეორეს საჩუქრად მიიღებს (მეორე ბილეთზე მგზავრი მხოლოდ აეროპორტის მოსაკერებელს 49$-ს იხდის)
აქციის პირობები კი შემდეგია:
ავიაკომპანიამ გაითვალისწინა რა მომხმარებელთა მზარდი სურვილი ოჯახებით ემოგზაურათ დუბაიში და დასწრებოდნენ დუბაის შოფინგ ფესტივალს, პარარელულრად ძალაში დატოვა საბავშვო აქციაც kids go free, რომლის ფარგლებშიც 12 წლამდე პატარები მშობელთან ერთად უფასოდ მგზავრობენ.
ბილეთების შეძენა გენერალური დისტრიბუტორი კომპანია დუბაი ჯის მეშვეობით შეგიძლიათ შემდეგ საკონტაქტო ნომრებზე: +99532 2400808, +99532 2400909.
flydubai-ს შესახებ:
დუბაის პირველი დაბალბიუჯეტიანი და მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ახალბედა ავიაკომპანია 2008 წლის მარტში დაარსდა. პირველი კომერციული რეისი flydubai-მ 2009 წლის ივნისში შეასრულა. მისი ოპერირების ქსელი ცენტრალური აღმოსავლეთის, აფრიკის, ინდოეთის სუბკონტინენტის, აზიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით 50-ზე მეტ ქალაქს შეიცავს. ავიაპარკი 28 თვითმფრინავისგან შედგება. flydubai ქალაქ დუბაის მთავრობის საკუთრებას წარმოადგენს. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ხელს უწყობს ქალაქის კომერციული და ტურისტული სექტორის განვითარებას და ყველა მგზავრს სთავაზობს ხელმისაწვდომი ტარიფებით ფრენას საკმაოდ ბევრი მიმართულებით. ავიაკომპანია ერთგულად ემსახურება ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს და კომფორტულ მოგზაურობას, მუდმივად ამცირებს რა ფრენის საფასურს, უკეთებს ოპტიმიზაციას ფრენების წარმადობას და მგზავრებს მეტ არჩევანს სთავაზობს. ტვირთების გადაზიდვა flydubai-მ 2012 წლის 1 იანვარს დაიწყო და თავისი ოპერირების ქსელის გარდა სხვა მიმართულებებსაც ემსახურება.