ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
flydubai–ს 2013 წლის მიღწევები
12/11/2013

პრესრელიზი

12 ნოემბერი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge

flydubai-ს 2013 წლის მიღწევები
 
flydubai მიმდინარე წელს ქსელის გაფართოებით, ხომალდების რაოდენობის ზრდითა და ბიზნეს კლასის დამატებით ასრულებს
 
დუბაიში ბაზირებული ავიაკომპანია flydubai ავიაინდუსტრიის გამოწვევების შესაბამისად აგრძელებს ზრდასა და განვითარებას. წელს გადამზიდავი რეგიონის ერთ-ერთ სწრაფად მზარდ ავიაკომპანიად დასახელდა.
დუბაის ეარშოუს დაწყებამდე გაიტ ალ გაიტმა კომპანიის წლევანდელ მიღწევებზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: "flydubai ვერ მიაღწევდა ასეთ ზრდასა და წარმატებებს დროის ასე მცირე მონაკვეთში, რომ არა ასეთი სტიმულირებადი ბიზნეს გარემო არაბეთის გაერთიანებულ საამიროტოებში. ჩვენი ბიზნეს მოდელი, რომელიც ჩვენი უნარების შესაბამისად შეიქმნა, მთლიანად შეცვალა წარმოდგენა რეგიონში მოგზაურობაზე და კიდევ უფრო გაზარდა სავაჭრო და ტურისტული ნაკადი."
ხუთ წელზე ნაკლები დროის განმავლობაში, კომპანია თავისი პრინციპების ერთგული რჩება მგზავრებს კიდევ უფრო მოსახერხებელი და საიმედო სერვისი შესთავაზოს, ეს ვალდებულება გადამზიდავის განვითარებაში წელს განსაკუთრებიდ აისახა.

ქსელის გაფართოება
flydubai აგრძელებს ქსელის გაფართოებას დუბაიდან 4-5 საათის ფრენის მანძილზე. დუბაის ავია ჰაბის დამსახურებით კომპანიამ 46 ისეთ მიმართულებით დაიწყო ფრენა, სადაც მანამდე არ ხორციელდებოდა პირდაპირი რეისები: კავკასიაში, აფრიკაში, ევროპაში, შუა აღმოსავლეთსა და ინდოეთის სუბკონტინენტზე. წელს flydubai-მ 16 ახალი მიმართულება დაამატა. ასევე გაიზარდა რეისების რაოდენობა ქსელის სხვადასხვა მიმართულებებზე. ახალი მიმართულებების დამატებასთან ერთად კომპანიამ არსებულზეც გაზარდა დღიური ფრენების სიხშირე.

ხომალდი
flydubai-ს ბიზნეს მოდელი საოპერაციო ხარჯების მინიმალური ფასის შენარჩუნებით შეიქმნა. უახლესი მოდელების მაღალი კურსით გამოყენება ის ძირითადი ფაქტორია, რაც მოდელის წარმატებას უწყობს ხელს. 
flydubai 50 ბოინგ 737-800-ს სრულად 2015 მიიღებს. მიმდინარე წლის ბოლოსთვის დუბაის საერთაშორისო ტერმინალი-2 ოცდატხუთმეტი ხომალდისთვის იქნება განკუთვნილი, აქედან 13 ხომალდი კი ბიზნეს კლასით იქნება აღჭურვილი. 

რენტაბელობა
გასული ორი წლის განმავლობაში flydubai-მ გააორმაგა მიმართულებების რაოდენობა და კვირაში უკვე 1200 ფრენას ასრულებს. გასულ წელს კომპანიამ 5.1 მილიონი მგზავრი გადაიყვანა და პირველი გადამზიდავი გახდა, რომელიც დუბაიდან ოპერირებს.
flydubai-ს მდგრადი ბიზნეს მოდელის წარმატება კარგად ჩანს მისი როგორც ფინანსური და ისე ოპერირების კუთხით. Flydubai-ს 2012 წლის ფინანსურმა მოგებამ 41.4 მილიონი შეადგინა. ფინანსების დივერსიფირების მიზნით კომპანიამ ხელი მოაწერა 228 მილიონიან ხელშეკრულებას 5 რეგიონალურ და საერთაშორისო ბანკთან, რომლის საფუძველზეც კომპანია 6 ახალ ბოინგ 737-800-ს შეიძენს.

იზნეს-კლასი
2013 წლის ივნისში ავიაკომპანიამ ბიზნეს-კლასის სერვისის დაწყება დაანონსა. პრემიუმ სერვისის დაწყების გადაწყვეტილება კომპანიამ მომხმარებლის მოთხვნის შესაბამისად მიიღო. ბიზნეს-კლასით მომსახურება ამ ეტაპზე flydubai-ს ზოგიერთ მიმართულებაზეა დამატებული. ესენია სტამბული, ჯუბა, ქაბული, კიევი და მალე. სერვისის შესაბამისად მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ სწრაფი რეგისტრაცია, ისარგებლონ ბიზნეს-კლასის გუნდის მომსახურებით, ისიმოავნონ განსაკუთრებული სავარძლებით და დააგემოვნონ მსოფლიოს საუკეთესო მენიუ. ყოველივე ამას კი დუბაის საერთაშორისო ტერმინალ 2-ის სრულყოფილი სერვისიც ემატება.
flydubai-ს პროდუქტების შეთავაზება საკმაოდ სრულყოფილია, რისი ინვესტირების ზრდასაც იგი ეკონომ-კლასშიც აგრძელებს. ახლახანს კომპანიამ ახალი სერვისიც დაამატა, რაც ფრენის დაწყებამდე ბორტზე გართობის სისტემის სერვისისა და ცხელი საკვების წინასწარ შეკვეთას გულისხმობს.

კარგო 
flydubai-მ კარგო სერვისი 2012 წელს დაიწყო. იგი მოიცავს ისეთი პროდუქტების გადაზიდვას როგორიცაა მალფუჭებადი პროდუქტები, ტექსტილი, ფარმაცევტული პროდუქცია, ელექტრო საქონლი და სხვა ძირითადი პროდუქცია. 2013 წლის დასაწყისში კარგო განყოფილებამ მისი მოღვაწეობის პირველი წარმატებული წელი თვეში 3.200 ტონა გადაზიდვის მაჩვენებლით დაასრულა. ეს მაჩვენებელი ორჯერ აღემატება დაგეგმილ ნიშნულს.

flydubai-ს გუნდი
ყველაზე დიდ ინვესტიციას კომპანია თავის თანამშრომლებში აკეთებს. 2013 წელს კომპანიამ განახორციელა სხვადასხვა პროგრამა და თანამშრომლები ბიზნეს-კლასის სერვისისთვის გადაამზადა. ამ ეტაპზე flydubai-ს თანამშრომელთა რაოდენობა 2000 აღწევს, რომლებიც 97 სხვადასხვა ეროვნებებს წარმოადგენენ.
მიმდინარე პროგრამებთან ერთად 2016 წლისთვის კომპნია გეგმავს მიიზიდოს 600 ავია პილოტი. ავიაკომპანიამ დაიწყო კადეტთა პროგრამა, რომელიც ლიცენზირებულ მაღალი კლასის პილოტებს მოამზადებს.
„მიმდინარე სწრაფი განვითარებითა და წინსვლით, როგორც ინფრასტურტურაში ისე ავია ინდუსტრიაში, ჩვენთვის არ არსებობს წარმატების ზღვარი. ავიკომპანიის ახალი ეტაპის დაწყების პარალელურად ჩვენი მიზანი კვლავაც რჩება ვიყოთ ლიდერები და შევიტანოთ ჩვენი უდიდესი წვლილი არაბეთის გაერთიანებული საამირეტოების ტურიზმისა და ვაჭრობისა განვითარებაში"- დაამატა გაიტ ალ გაიტმა

 

წაკითხულია: 2325