ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
flydubai–ს გადაზიდვების სერვისი ელექტრონულ სისტემაზე გადადის
31/10/2013
პრესრელიზი

31 ოქტომბერი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge

flydubai-ს გადაზიდვების სერვისი ელექტრონულ სისტემაზე გადადის
ავიაკომპანიის კარგო განყოფილებამ IATA-სთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა

დუბაიში ბაზირებულმა flydubai-ს ტვირთების გადაზიდვის განყოფილებამ ელექტრონული გადასახადების სერვისი დაიწყო (e-AWB). ახალი ინიციატივის მიზანია შეამციროს გადაზიდვების ყოველთვიური დოკუმენტური მონაცემების წარმოება და გაამარტივოს ამ მომსახურებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოების პროცესი.

ახალი ხელშეკრულების კომენტარებისას flydubai-ს გადაზიდვების ვიცე პრეზიდენტმა მოჰამედ ჰასანმა განაცხადა: „ ახალ ელექტრონულ გადახდის სისტემაზე გადასვლა მნიშვნელოვანი მოვლენაა ავიაკომპანიის კარგო სერვისში. ტვირთების მიწოდებისას და გადაზიდვისას ხშირად საჭიროა 20 და უფრო მეტი დოკუმენტიც კი, ახალი ინიციატივა კი გარდა იმისა, რომ ჩვენს ფასებს მინიმუმამდე სწევს, მაქსიმალურად ამარტივებს მუშაობის პროცესს და ამავდროულად ჩვენც საშუალებას გვაძლევს უფრო პროდუქტიულად და სანდოდ ვიმოქმედოთ, ტვირთების გადატანაც მაქსიმალური სიზუსტის დაცვით განვახორციელოთ."

flydubai-მ კარგო მომსახურება 2012 წელს დაიწყო, ტრანსპორტირების სერვისი მოიცავს ისეთი ტვირთების გადატანას, როგორიცაა მალფუჭებად პროდუქტები, ტექსტილი, ელეტროსაქონელი, ფარმაცევტულ ნაწარმი და სხვა ძირითადი საქონელი. კარგო განყოფილება წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას და ოპერირების პირველივე წელს ტვირთის გადაზიდვის საშუალო თვიურმა მაჩვენებელმა 3,200 ტონა შეადგინა, რაც კიდევ უფრო იზრდება. flydubai-ს კარგო სერვისი ქსელის 68 წერტილში მოქმედებს, ხოლო 150-ზე მეტ ადგილზე ტვირთის გადაზიდვა სხვა კომპანიებთან თანამშრომლობის საფუძველზე ხორციელდება.

"flydubai-ს ახალ ელექტრონულ გადასახადებზე გადასვლა კიდევ ერთი მაგალითია, რომ შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები და გავხადოთ ჩვენი სერვისი კიდევ უფრო ინოვაციური და ხელმისაწვდომი, როგორც მომხარებელების, ისე ტვირთის გადამზიდავებისთვის.

flydubai -ს მიერ წარმოებული ანგარიშების 90 % ელექტრონულ დოკუმენტის წარმოებაზე მოდის, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. ამჟამად ავია ბაზარზე საშუალო მაჩვენებლი 29.5 % შეადგენს. ეს ყველაფერი კი მიუნიშნებს flydubai-სა და IATA-ს ახალი ხელშეკრულების შედეგია. ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ გავაგრძელოთ ჩვენი მომხმარებლებისათვის კიდევ უფრო მეტად გამარტივებული, ხელმისაწვდომი და ეფექტური სერვისის შეთავაზება, განსაკუთრებით კი შევთავაზოთ ჩვენი სერვისები მანამდე აუთვისებელ ბაზრებს." - დაამატა მოჰამედ ჰასანმა

ნებისმიერ საკითხზე კარგო სერვისთან დაკავშირებით მიმართეთ სათაო ოფისს შემდეგ ნომერზე +971 4 603 3772 , ან თბილისის ოფისს ნომერზე +995 591 51 21 22, ასევე ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ელფოსტის მეშვეობით cargo@flydubai.com.

წაკითხულია: 2309