18/03/2014
18 მარტი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
nfomoa@moa.gov.ge www.moa.gov.ge
ტელ: 237 80 09
მობ: 599 50 26 19 
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, კახეთის რეგიონის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" მენეჯერი ირაკლი მოისწრაფიშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტში  შპს „ყვარლის ბაგას" მეცხოველეობის ფერმა დაათვალიერეს. ფერმის დაფინანსება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ,,შეღავათიანი  აგროკრედიტის  პროექტის"  ფარგლებში  განხორციელდა.
პროექტის დახმარებით, შპს „ყვარლის ბაგამ" ფერმის ასაშენებლად მე-3 კომპონენტში 600 ათასი დოლარის ოდენობის სესხი აიღო.  შეიძინეს 132 სული ჰოლშტეინის ჯიშს დეკეული. ფერმის წარმადობა  შეადგენს დღეში 3 ტონა რძეს, რომლის რეალიზება 100 %-ით ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება.  დღეისათვის  ფერმის  ნამატს  104 ხბო შეადგენს.  შპს „ყვარლის ბაგაში"  15 ადგილობრივია დასაქმებულია.
შპს ,,ყვარლის ბაგა" საქონლის საკვების ნედლეულს საკუთარ ფართობებზე აწარმოებს. ხარისხიანი მოსავლის მიღების მიზნით, კომპანიამ  სასუქის შესაძენად     შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" მე-2 კომპონენტის ფარგლებში 100 ათასი ლარის ოდენეობის სესხიც აიღო.
კომპანიამ ინფრასტრუქტურის მოწყობა უკვე დაასრულა. ფერმის ტერიტორიაზე განთავსებულია ადმინისტრაციული შენობა პერსონალისთვის, ძირითადი ბაგა ძროხებისთვის, რომელიც მოიცავს საწველ და სამშობიარო ბლოკებს, ასევე  სახბორე ნაგებობა, 2 ანგარი საკვების შესანახად და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისთვის, სასილოსე ნაგებობები.
    	,,შეღვათიანი აგროკრედიტის პროექტის" განხორციელება  2013 წლის 27 მარტიდან დაიწყო და  წარმატებით მიმდინარეობს. 2014 წლის 13 მარტის მონაცემებით  გაცემულია    287,802,979  ლარის კრედიტი.  1-ლი კომპონენტის ფარგლებში     2,685 ბენეფიციარზე გაცემულია    1,106,478 ლარის ოდენობის სასაქონლო განვადება. მე-2 კომპონენტში     8,072 ბეფიციარი დაფინანსდა    150,409,669 ლარის  კრედიტი, მე-3 კომპონენტში     430   ბენეფიციარზე  გაიცა       49,838,723  აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი.   მე-5 კომპონენტის ფარგლებში 48 ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო დაფინანსდა, აქედან 6 საწარმოზე   4,831,363.16 სესხი გაიცა დოლარში, დანარჩენი 42 საწარმო კი  41,164,644  ლარით დაფინანსდა. მე-6 კომპონენტის ფარგლებში ჯამში 450,000 ლარის მოცულობის     კრედიტით  ორმა მანდარინის შემსყიდველმა საწარმომ ისარგებლა. 
პროექტის ფარგლებში მე-3 კომპონენტის ფარგლებში დაფინანსებული 430 საწარმოდან,  63  ახალი საწარმოა,  ხოლო დანარჩენის გადაიარაღება, გაფართოვება  და წარმოების გაზრდის ხელშეწყობა განხორციელდა.