ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
19/03/2021
ავიაკომპანია „ლუფთჰანზა“ რეგულარულ რეისებს ფრანკფურტი-თბილისის მიმართულებას ამატებს
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, გერმანული ავიაკომპანია „ლუფთჰანზა“, რომელიც აქამდე მხოლოდ თბილისი-მიუნხენის მიმართულების ასრულებდა რეგულარულ რეისებს, ფრანკფურტი-თბილისის მიმართულებასაც ამატებს.
„1-ლი ივნისიდან „ლუფთჰანზა“ კვირაში ოთხი სიხშირით იწყებს რეისების შესრულებას ფრანკფურტი-თბილისის მიმართულებით. ასევე გააორმაგებს ფრენებს მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის ხაზზე. ჩვენ ველოდებით ვაქცინირებულ ტურისტებს, მათ შორის ტურისტებს პისიარ ტესტით ევროპის ქვეყნებიდან, რომელთა შორისაც ცხადია, გერმანელი ტურისტებიც იქნებიან“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, გერმანული ავიაკომპანია „ლუფთჰანზა“ ფრანკფურტი-თბილისი-ბაქოს საჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენებს, კვირაში 4 სიხშირით ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას შეასრულებს. ასევე ავიაკომპანია ფრენების სიხშირეს აორმაგებს მიუნხენის მიმართულებით და ზაფხულის სანავიგაციო სეზონში მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის საჰაერო ხაზზე თავდაპირველად, რეგულარულ ფრენებს კვირაში ოთხჯერ შეასრულებს, ხოლო 31 მაისიდან, ოპერირებას ყოველდღიურად გეგმავს.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1148