ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ავტომობილის მომზადება ზამთრისთვის საბურავით უნდა დავიწყოთ
04/11/2013

პრესრელიზი

5 ნოემბერი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
დიანა ველენგურსკაია,
„თეგეტა მოტორსის"
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
599 47 48 54

ავტომობილის მომზადება ზამთრისთვის საბურავით უნდა დავიწყოთ

წელს „თეგეტა მოტორსი" საბურავებზე ყველაზე დაბალ ფასებს სთავაზობს მომხმარებელს

`თეგეტა მოტორსის~ ნებისმიერ ფილიალში მისულ მძღოლებს ეძლევათ საშუალება, მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია საბურავების ექსპერტებისგან და შეიძინონ ზამთრის საბურავები ყველაზე დაბალ ფასად.

კომპანია პერიოდულად ახდენს მომხმარებლის ინფორმირებას უსაფრთხოების ზომების შესახებ. სწორად შერჩეული საბურავი უზრუნველყოფს ავტომობილის უსაფრთხო გადაადგილებას ზამთარში, ამიტომ ავტომობილის მომზადება ზამთრისთვის სწორედ საბურავით უნდა დავიწყოთ. ამასთან დაკავშირებით, წელს „თეგეტა მოტორსი" ზამთრის საბურავებზე ყველაზე დაბალ ფასებს სთავაზობს მომხმარებელს.

„თეგეტა მოტორსი" ყოველთვის ზრუნავს მომხმარებლის უსაფროებაზე, ამიტომ მოუწოდებს ავტომფლობელებს, რომ წინასწარ დაიჭირონ თადარიგი, რადგან თოვლი შესაძლოა ნებისმიერ დროს მოვიდეს, ჩვენი და ჩვენი ოჯახის უსაფრთხოებისთვის კი, მნიშვნელოვანია, ზამთარს სათანადოდ მომზადებულები შევხვდეთ.

როდესაც გარე ტემპერატურა ცელსიუსით +7 გრადუსს უახლოვდება, უკვე დგება დრო, ავტომობილებზე ზამთრის საბურავები დავაყენოთ. თუკი ავტომობილი ზამთარში აღჭურვილია ზაფხულის საბურავებით, სამუხრუჭე მანძილი დაახლოებით 3-4-ჯერ იზრდება, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს მგზავრობას და ავტომობილის მართვადობას. ზაფხულისა და ზამთრის საბურავებს აქვს თავისი მოხმარების და ექსპლუატაციის წესები. ისინი განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც ტექნოლოგიური, ასევე ქიმიური შემადგენლობით. ამიტომ მნიშვნელოვანია, ავტომობილზე ახალი საბურავის გამოყენება. „თეგეტა მოტორსი", ასევე, მომხმარებელს სთავაზობს საბურავების შენახვის სერვისსაც, რაც ძალიან კომფორტულია და ხელს უწყობს საბურავის ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებას.

„თეგეტა მოტორსში" წარმოდგენილია ნებისმიერი ზომის ზამთრის საბურავები ნებისმიერი ავტომობილისთვის. საბურავების შეძენა შესაძლებელია უპროცენტო განვადებით.

აღსანიშნავია, რომ იაპონური საბურავები ყველაზე დაბალ ფასად, სწორედ „თეგეტა მოტორსშია" წარმოდგენილი.

წაკითხულია: 2389