ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ავტორის შესახებ
06/01/2006
 

 

 

პრესრელიზი

 

6 იანვარი, 2008

დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

 

საკონტაქტო პირი: გიორგი სელიმაშვილი
ტელ: 50-84-44; მობ: 8(99) 42-77-37
ელ.ფოსტა: giorgi@publicity.ge
ვებ.გვერდი: http://www.publicity.ge/www.publicity.ge; www.polling.ge

 

 

 

საარჩევნო ტექნოლოგიები საქართველოში

 

[PUBLICITY.GE] თბილისი, 6 იანვარი, 2008 - PUBLICITY.GE აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ. შეგახსენებთ, რომ სააგენტომ განახორციელა ონლაინ აუდიტორიის გამოკითხვის პროექტი POLLING.GE, სადაც წარმოდგენილი იყო არჩევნებთან დაკავშირებული ყველა აქტუალური საკითხი და პრეზიდენტობის კანდიდატების რეიტინგები. ამჯერად PUBLICITY.GE  გთავაზობთ სტატიას, რომელიც წარმოადგენს საქართველოში საარჩევნო ტექნოლოგიების ანალიზის მცდელობას.

 

 

 

სტატიის შესახებ

 

სტატია "შავი PR + PRოპაგანდა" განიხილავს ზოგადად შავი PR-ის ცნებას და ამ ტერმინის ქვეშ გაერთიანებულ სპეციფიკურ ტექნოლოგიებს. მათ შორის ყველაზე აქტუალურია ე.წ. შავი პროპაგანდა, რომელიც ახდენს PR-ის, როგორც საკომუნიკაციო და დემოკრატიული დისციპლინის დისკრედიტაციას. სტატიაში განხილული მაგალითები PR-ის დამწყებ სპეციალისტებსა და ჟურნალისტებს არჩევნების დროს გამოყენებული შავი PR-ისა და შავი პროპაგანდის აღქმისა და შეფასების გარკვეულ ორიენტირს მისცემს.

 

ავტორის შესახებ

 

პროფესიით კინოკრიტიკოსი, გიორგი კალატოზიშვილი თითქმის 10 წელია ჟურნალისტიკის სფეროში მოღვაწეობს და 1998 წლიდან დღემდე სხვადასხვა ტიპის ჟურნალ-გაზეთთან თანამშრომლობს. მათ შორის, თავის დროზე მუშაობდა "მთავარი გაზეთისა" და გაზეთ "24 საათის" კულტურული ქრონიკის, ხოლო 2007 წლიდან ამ უკანასკნელის დამატების, გაზეთი "24 საათი - აფხაზეთის" პოლიტიკურ მიმოხილველად. 2005 წლიდან პროფესიული საქმიანობა დაუკავშირა PR-ის სფეროს და ორი წლის განმავლობაში ასრულებდა უმცროსი კონსულტანტისა და მედია-მონიტორინგის ხელმძღვანელის მოვალეობებს საკონსულტაციო მომსახურების კომპანიაში "ეისითი ფიარი".

 

###

 

სტატიის სრული ვერსია წარმოდგენილია ამ ბმულზე. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია სტატიის PDF-ვერსია

ავტორის მოსაზრებები შეიძლება ასახავდეს სააგენტოს რედაქციისგან განსხვევებულ პოზიციას

წაკითხულია: 7540

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები