აზერბაიჯანიდან საქართველოში განხორციელდა 10 ქურციკის (ჯეირანი) რეინტროდუქცია. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე შალვა ამირეჯიბი და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე.
IDEA (International Dialogue for Environmental Action) არის საერთაშორისო კამპანია, რომელიც 2011 წელს დააფუძნა ლეილა ალიევამ. პროექტის მიზანია ქურციკების გავრცელება იმ ტერიტორიებზე, სადაც ისინი დიდი ხნის წინ ბინადრობდნენ, მაგრამ სხვადასხვა გარემოების გამო მათ პოპულაცია შემცირდა ან საერთოდ გაქრა.