• მოსწავლეებისთვის სასწავლო გარემოს გაუმჯობესებისა და სწავლა-სწავლების ხარისხის განვითარების მიზნით ფონდმა სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარა 14 საჯარო სკოლას. ჯამში რეაბილიტირდა 15,749.54 კვადრატული მეტრი ფართი, ყველა სკოლა აღიჭურვა თანამედროვე საბუნებისმეტყველო ლაბორატორიით და 6007 მოსწავლე საერთაშორისო სტანდარტის და მოთხოვნების სასწავლო გარემოში შეხვდა ახალ სასწავლო წელს. ასევე, დაიწყო 28 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში. განმანათლებლეთა პროფესიული განათლების მიზნით გადამზადდა 2045 საჯარო სკოლის დირექტორი (მათ შორის, არაქართულენოვანი სკოლის 171 დირექტორი), 1809 საჯარო სკოლის ფასილიტატორი, და 16,188 (მათ შორის 1,559 არაქართულენოვანი) საბუნებისმეტყველო საგნების საჯარო სკოლის მასწავლებელი.
• შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლების დანერგვის მიზნით, ფონდის დაფინანსებით, 45 ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა შემუშავდა, რომლიდან 26 პროგრამაზე მიღება 2017 წელს უკვე გამოცხადდა. პროფესიული სასწავლებლებისთვის ფონდმა შეისყიდა 5 მილიონი აშშ დოლარის თანამედროვე აღჭურვილობა, სიმულატორები და დანადგარები; პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობისა და პროფესიული განათლების იმიჯის ასამაღლებლად, საგრანტო კონკურსის ფარგლებში ჯამში 20 ახალი პროექტი დაფინანსდა.
• უმაღლესი განათლების ხელშწეყობის მიზნით 2017-18 სასწავლო წლიდან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაიწყო ბაკალავრიატის ორი ახალი პროგრამა: სამოქალაქო მშენებლობასა და სამშენებლო ინჟინერიაში; სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორ უნივერსიტეტებში: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფონდმა რეაბილიტაცია ჩაუტარა და თანამედროვე აღჭურვილობით მოაწყო 4,250 კვადრატული მეტრის სასწავლო ინფრასტრუქტურა;