მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი:
„გამოფენა ადასტურებს, რომ საქართველოს ძალიან ბევრი წარმატებული ინჟინერი, ინოვატორი, მშენებელი და მეცნიერი ყავდა. გამოფენა მოვაწყეთ ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით და მათი დახმარებით, საზოგადოებას ვაცნობთ მართლაც უნიკალურ მასალებს. გამოფენით დამთვალიერებლებს ვუზიარებთ ინფორმაციას საქართველოს ისტორიული ინტელექტუალური პოტენციალის, სახელმწიფოს ფორმირებისა და ქართველი მეცნიერების მიერ მსოფლიოს სამეცნიერო სივრცეში შეტანილი წვლილის შესახებ.“