ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ახალ სასწავლო წელს 28 სრულად რეაბილიტირებული და საერთაშორისო სტანდარტის საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვილი საჯარო სკოლით ხვდება. 13,800-მდე მოსწავლე ქვემო ქართლსა და კახეთში განახლებულ სასწავლო გარემოში მიიღებს განათლებას. ჯამში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 72,300 ათასზე მეტ კვადრატულ მეტრ ფართს, ხოლო 28 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია/აღჭურვის სრული ბიუჯეტია 12,141,113 აშშ დოლარი.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 58 საჯარო სკოლა მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლის, კახეთის რეგიონებში. მიმდინარეობს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროცესი დასავლეთ საქართველოს სკოლებში. სულ 2015-2018 წლებში სკოლების რეაბილიტაციის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 26,259,259 აშშ დოლარს, ჯამური რეაბილიტირებული ფართი - 134 000 მ2, ხოლო ბენეფიციარების რაოდენობა - 22 400 მოსწავლეს. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს რეგიონებში 91 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას და ლაბორატორიებით აღჭურვას ახორციელებს.