ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
20/10/2017
ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი ხელს უწყობს თანასწორობას სასწავლო გარემოში
შეხვედრის დასაწყისში მონაწილეებმა განიხილეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს ზოგადი განათლების პროექტის განხორციელების პროგრესი, მაგრამ ძირითადი მსჯელობა გაიმართა ისეთ თემებზე, როგორიცაა: სკოლის მასწავლებლებისა და დირექტორების სატრენინგო მოდულებში თანასწორობის საკითხების შეტანა, პროექტის ფარგლებში შემუშავებულ სასწავლო მოდულებში გენდერული თანასწორობის თემატიკის შეტანა.
ღონისძიება მიეძღვნა გოგონების საერთაშორისო დღეს, რომლის მიზანია მსოფლიოს ყურადღების გამახვილება გოგონების განათლებისა და გაძლიერების საკითხებზე.
„სოციალური და გენდერული ინტეგრაცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პრიორიტეტია და ჩვენს ყველა პროექტში გათვალისწინებულია თანაბარი წვდომა საზოგადოების ყველა წევრისთვის, იმ შესაძლებლობებზე, რასაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ბენეფიციარებს სთავაზობს.
ჩვენ ყევლა კვარტალში ვმართავთ შეხვედრების სერიებს, რომლის ფარგლებშიც ვხვდებით ამ საკითხებზე მომუშავე პროფესიონალებს, ვაცნობთ ჩვენს მიერ განხორციელებულ აქტივობებს და ვეცნობით რა ხდება განათლების სფეროში და სად არის საჭირო ჩვენი ძალისხმევის კიდევ მეტად გაძლიერება.“ - მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დირექტორი.
ჩვენ კვარტალში ერთხელ ვმართავთ შეხვედრების სერიებს, რომლის ფარგლებშიც ვხვდებით ამ საკითხებზე მომუშავე პროფესიონალებს, ვაცნობთ ჩვენ მიერ განხორციელებულ აქტივობებს და ვეცნობით სიახლეებს განათლების სფეროში და სად არის საჭირო ჩვენი ძალისხმევის კიდევ მეტად გაძლიერება.“ - აღნიშნა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.
მონაწილეებმა იმსჯელეს მიკერძოებული და სტერეოტიპული სწავლა-სწავლების მეთოდების ზეგავლენაზე გოგოებისა და ბიჭების სასწავლო შედეგებზე. მათ აღნიშნეს, რომ მგრძნობიარე სასწავლო პროცესი, თავის მხივ, განაპირობებს თანაბარ დამოკიდებულებებს გოგო და ბიჭი მოსწავლეების მიმართ, თანაბარ წახალისებას და მუშაობაში თანაბარ ყურადღებას. თანასწორი დამოკიდებულება და სასწავლო მიდგომები გამორიცხავს სტერეოტიპულ განათლებას და უზრუნველყოფს თანასწორ და სამართლიან გარემოს ყველასთვის.


შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, გიორგი მაჩაბელი, გაეროს სააგენტოებისა და გამოცდებისა და შეფასების ცენტრის წარმომადგენლები. აგრეთვე სკოლის მასწავლებლები, დირექტორები და კარიერული განვითარების სპეციალისტები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები ფონდის პროექტის საქმიანობაში.


ტრადიციული მრგვალი მაგიდის შეხვედრების ციკლი ორგანიზებულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს მიერ, რომელიც ახორციელებს მეორე კომპაქტს საქართველოში, ახდენს 140 მლნ აშშ დოლარის ინვესტირებას ქვეყნის განათლების სექტორში, მიზნად ისახავს სიღარიბესთან ბრძოლას და ეკონომიკის ზრდას ადამიანური კაპიტალის გაუმჯობესების გზით.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო აღიარებს, რომ გენდერული უთანასწორობა შესაძლოა ეკონომიკის ზრდის და სიღარიბის შემცირების მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი იყოს, ამიტომ, თანაბარი წვდომისა და სარგებელის უზრუნველყოფის მიზნით, ყველანაირად ხელს უწყობს სოციალურ ჩართულობასა და გენდერულ ინტეგრაციას კომპაქტის ყველა პროგრამაში, განხორციელების ყველა საფეხურზე. მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: www.mcageorgia.ge
ორგანიზაციის შესახებ
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მისიაა საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული განათლების სისტემის დანერგვა. ჩვენ ვახორციელებთ პროექტებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC-ის) მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტის (კომპაქტის) მეშვეობით.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია არის ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებელი და ინოვაციური მიდგომების მქონე სააგენტო, რომელიც პროექტების დაფინანსებითა და განხორციელებით პარტნიორ ქვეყნებს ეხმარება უმუშევრობის და სიღარიბის დაძლევაში და ეკონომიკური ზრდის მიღწევაში.
წაკითხულია: 2857