ხელმოწერას ივანკა ტრამპთან ერთად, აშშ-ის სახელმწიფო, ვაჭრობის, ხაზინის მდივნები და სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული ქალები ესწრებოდნენ.
საქართველოში, ნინო ზამბახიძემ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისგან მიღებული გრანტის მეშვეობით, ჩამოაყალიბა საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, რომლის თავმჯდომარეც თავად არის და ისეთი დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებს უძღვება, როგორიცაა USAID, ევროკავშირი, საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) და სხვა. ნინო აქტიურად ახდენს ფერმერების უფლებების ადვოკატირებას. ამჟამად კი საქართველოს ფერმერთა ასოციაცია აგრარულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მუშაობს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლების ინოვაციური პროგრამის შექმნაზე, რომელსაც ასევე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია აფინანსებს.
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისთვის ქალების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კორპორაციას ეხმარება მისი მისიის შესრულებაში - შეამციროს სიღარიბე ეკონიმიკური წინსვლის შედეგად. იმისთვის, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ აითვისოს მისი სრული პოტენციალი, მთლიანი მოსახლეობა უნდა იყოს ჩართული და გაძლიერებული.