ელენე მეჩითოვა არის ორგანიზაცია „ART BRIDGE”-ის და KAVKAZ JAZZ ფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი, გარდა ამისა, ის არის ანტრეპრენიორი და კულტურის მენეჯერი, საერთაშორისო რეზიდენციების “ARTSLINK 2015” მონაწილე და ISPA-ს კონგრესის 2017-2018 სტიპენდიანტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ვიოლინოს კლასი და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი არტ მენეჯერის სპეციალობით. ის მუშაობს სხვადასხვა პროექტებზე, რომლებიც დაკავშირებულია საშემსრულებლო ხელოვნებასთან, განათლებასთან და სოციალურ ცვლილებებთან ხელოვნების გზით. მეჩითოვას მიზანია კულტურის და ხელოვნების ხელშეწყობა, ახალგაზრდა მუსიკოსების მხარდაჭერა და მათი შემდგომი პროფესიული განვითარება, შემოქმედებითი პლატფორმის შექმნა, რომელიც ხელს უწყობს კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას არტისტებს შორის სხვადასხვა ქვეყნებიდან. ბოლო დროის მისი ერთერთი წარმატებული პროექტებია საგანმანათლებლო პროგრამა ლუვილის უნივერსიტეტის ჯეიმი ებერსოლდის ჯაზის სკოლასთან (აშშ), რომელიც გააშუქა ამერიკის ყველაზე გავლენიანმა ჯაზ-ჟურნალმა DOWNBEAT. და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ერთობლივი ჯაზ საღამო ბელგიის კულტურის ცენტრთან BOZAR თანამშრომლობით.