პრესრელიზი
19 დეკემბერი,2012
დაუყოვნებლივ გასავრცელებლად
საკონტაქტო პირი:
დაცული ტერიტორიების სააგენტო
პრ სპეციალისტი
ნათია მეტერეველი
ტელ 5 9918 94 18
ამერიკელი მოხალისეები საქართველოს ეროვნულ პარკებში
დაცული ტერიტორიების სააგენტომდა მშვიდობის კორპუსმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
2012 წლის 19 დეკემბერს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ბატონმა გიორგი შონვაძემ და მშვიდობის კორპუსის დირექტორმა რიჩარდ რეკორდმა უთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
ურთიერთანამშრომლბის მემორანდუმი მოიცავს მოკლევადაინი მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მშვიდობის კორპუსის გამოცდილი მოხალისეების შერჩევას, ზედამხედველობას და მხარდაჭერას. დაცული ტერიტორიების სააგენტოს სხვადსხვა პროექტებში ჩართვას და მონაწილეობის მიღებას.
მოხალისეები შერჩეულები იქნებიან შესაბამის სამუშაო აღწერაში მითითებული კვალიფიკაციით, უნარ-ჩვევებით და მშვიდობის კორპუსის წარმატებული მოხალისის სტატუსით.
მოხალისეები დაეხმარებიან ეროვნულ პარკებში საქმეების წარმოებას სხვადასხვა მიართულებებში და გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას ეროვნული პარკის თანამშრომლებს.
სამომავლოდ, ურთიერთანამშრომლობა მშვიდობის კორპუსთან დაეხმარება დაცული ტერიტორიების სააგენტოს სხვადსხვა პროექტების განვითარებასა და წინსვლაში.