ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ამერიკის სავაჭრო პალატას ახალი პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭო ჰყავს
07/06/2012

პრესრელიზი

7 ივნისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო ინფორმაცია:
ანი ნადირაძე
Tel.:   +995 (32) 2 22 05 05
+995 (599) 96 14 27
 ani.nadiradze@ugt.ge

ამერიკის სავაჭრო პალატას ახალი პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭო ჰყავს

2012 წლის 6 ივნისს, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის  ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე სავაჭრო პალატამ ახალი პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭო აირჩია.

დღეიდან  ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის თანამდებობას სარა უილიამსონი, კომპანია იუ-ჯი-თის წარმომადგენელი დაიკავებს. პირველი ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი გახდა, ქართულ ამერიკული უნივერსიტეტიდან, ხოლო ვიცე-პრეზიდენტისა და ხაზინადარის ადგილზე არჩეულ იქნა ირაკლი ბაიდაშვილი, ჯი-ემ-თი ჯგუფიდან. დეივიდ ლიმ, რომელიც 4 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ ამერიკის სავაჭრო პალატის  პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, საპატიო თავმჯდომარის ოფიციალური წოდება მიიღო.

საბჭოს 6 ძველი წევრის გადარჩევის გარდა, ამერიკის სავაჭრო პალატამ სამი ახალი წევრი აირჩია: რობინ მაქკოუნი (PwC), ლაშა გოგიბერიძე (BGI) და  ქეთი კვარცხავა (BLC).

"ამერიკის სავაჭრო პალატა უკვე მრავალი წელია მუშაობს ბიზნეს წრეებთან, ინვესტორებთან, აშშ საელჩოსთან და საქართველოს მთავრობასთან ძლიერი და ეფექტიანი ბიზნეს-გარემოს შექმნის მიზნით" - განაცხადა ამერიკის სავაჭრო პალატის ახალმა პრეზიდენტმა ქ-ნ. სარა უილიამსონმა. „მომდევნო ორი წელიწადი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს, როგორც ბიზნესისა და ინვესტირებისათვის ხელსაყრელი ქვეყნის იმიჯის გასამყარებლად. მე, როგორც ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, კიდევ უფრო გავაფართოებ ჩვენი 7 მომქმედი კომიტეტის მუშაობას, რომ მათ მეტი ზემოქმედება მოახდინონ სახელმწოფო პოლიტიკაზე, ჩვენი წევრების ინტერესების სასიკეთოდ.  გარდა ამისა, მე დიდი სიამოვნებით ველი ამერიკის სავაჭრო პალატის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას საქართველოს მთავრობასთან, კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელებასა და მათთან ერთად აქტიურ მუშაობას „ვარდების რევოლუციის" შემდგომი რეფორმების გაგრძელების პროცესში".

წაკითხულია: 2686