პრესრელიზი
21 თებერვალი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
თამუნა კალანდარიშვილი
tamunakalandarishvili@yahoo.com
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ულოცავს მულტიმედია ჟურნალისტური სკოლის კურსდამთავრებულებს
თბილისი - 21 თებერვალს, 16:00 საათზე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი უმასპინძლებს "რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების" მედიასკოლის ერთწლიანი სასერტიფიკატო პროგრამისა და ორთვიანი სტაჟირების პროგრამის სტუდენტების გამოსაშვებ საღამოს. სკოლა შეიქმნა ჟურნალისტური განათლების ხარისხის ასამაღლებლად. (მისამართი: ‘'განათლების მულტიმედია ცენტრი" (მეჩ), ალექსანდრე ჭავჭავაძის ქ. 10 ა.),რადიო თავისუფლების მედიასკოლა დამოუკიდებელი მედიის განვითრების პროგრამაა, რომელიც დაარსდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID -ის ხელშეწყობით, G-Medea პროგრამის ფარგლებში. G-Media პროგრამა ოთხწლიანი პროექტია, 12.9 მილიონიანი ბიუჯეტით, რომელსაცIREX-ი ახორციელებს.
რადიო თავისუფლების მედიასკოლა სთავაზობს ერთწლიან სასერტიფიკატო პროგრამას და ორთვიან სტაჟირების პროგრამას - "ისწავლე და იმუშავე რადიო თავისუფლებასთან ერთად" მათ, ვინც დაინტერესებულია ჟურნალისტური კარიერით და პროფესიული პრაქტიკით.
ორივე პროგრამა სთავაზობს სტუდენტებს უახლესი მულტიმედიური ტექნოლოგიების უნარების ათვისებასა და პრაქტიკულ სამუშაოებს, ასევე შესაძლებლობას აიმაღლონ ჟურნალისტური უნარები პრაქტიკოსი პროფესიონალების დახმარებით. თეორიასა და პრაქტიკაზე დაფუძნებულ სალექციო კურსებს უძღვებიან "რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების" მაღალკვალიფიციური და გამოცდილი ჟურნალისტები და მათი კოლეგები პრაღის სათავო ოფისიდან.
ერთწლიანი სასერტიფიკატო პროგრამის სწავლება მიმდინარეობს განათლების მულტიმედია ცენტრში (mec), რომელიც 2012 წლის მარტში G-medea პროგრამის ფარგლებში გაიხსნა. ცენტრი მედიაპროფესიონალებს სთავაზობს თანამედროვე მულტიმედიის ‘'ნიუსრუმს'' - ლექციების, მოკლევადიანი უფასო კურსების, ‘"ვორქშოფების'' და პროფესიული განვითარების ტრენინგპროგრამებისთვის.
###
USAID-ის საქმიანობა საქართველოში: ბოლო 20 წლის განმავლობაში ამერიკელებმა -ის ხელშეწყობით საქართველოში 1.8 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს. ჲშაჳდ-ის პროექტები ხელს უწყობს საქართველოში თავისუფალი და განვითარებული დემოკრატიის დამკვიდრებას, ეკონომიკის ზრდას, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, ჯანმრთელობისა და განათლების საკითხების მხარდაჭერას.USAID-ი უზრუნველყოფს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას 100-ზე მეტ ქვეყანაში. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ:http://georgia.usaid.gov