„ამიერკავკასიაში ამ სიმულატორის ანალოგი არ არსებობს, ამ დრომდე საქართველოში ვერ ვამზადებდით შვეულმფრენის პილოტებს და ძირითად შემთხვევაში მსურველები უკრაინაში გადიოდნენ პროფესიულ კურსებს. ახლა შევქმენით შვეულმფრენის პილოტის მოსამზადებელი პროფესიული პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 2 წლიანი სწავლების შემდეგ საქართველოში მომზადებული პროფესიონალები გვეყოლება.“ – გიორგი ინასარიძე, საავიაციო უნივერისტეტის რექტორის მოადგილე საფრენო მომზადების დარგში.
ამ ეტაპზე დასრულდა სიმულატორის დაინსტალირება უნივერისტეტში, ლიტველი ექსპერტი Andrey Sidorenskis შვეულმფრენს ბოლო ტესტირებას უტარებს და სასწავლო პროგრამისთვის ამზადებს:
„ეს არის სასწავლო კურსის ძირითადი და ყველაზე მნიშველოვანი ნაწილი. სიმულატორი აღჭურვილია ყველა იმ პროგრამით და ხელსაწყოებით, რაც რეალურ შვეულმფრენის მართვის დროს გამოიყენება. სიმულატორის მეშვეობით სტუდენტის პირველადი მომზადება ხდება და იგი პრაქტიკულად სწავლობს მართვას.“