ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ანანდა ახალ სეზონს განახლებული პროგრამით იწყებს
01/10/2014
პრესრელიზი

საკონტაქტო ინფორმაცია:
598 69 06 90
ლაშა ჩიტალაძე
ananda.tbilisi@gmail.com


ანანდა ახალ სეზონს განახლებული პროგრამით იწყებს

საერთაშორისო კომპანია ანანდას ქართული ფილიალი „იოგას ცენტრი ანანდა - თბილისი" უკვე მესამე წელია რაც ქართულ ბაზარზე წარმატებულად ვითარდება და ფართოვდება. მთელი ამ ხნის განმავლობაში კომპანია აქტიურად ზრდის შემოთავაზებებსა და ქართული ბაზრისთვის ინოვაციური პროდუქტების ნაირსახეობას. ამ ეტაპზე კლუბის წევრებს შეუძლიათ ისარგებლონ, როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური იოგის გაკვეთილებით. ჩაიტარონ სამკურნალო-გამაჯანსაღებელი და სარელაქსაციო მასაჟები. ასევე აიღონ პასიური გაჭიმვის კურსი კვალიფიციურ ინსტრუქტორებთან და შეისწავლონ იოგის კლასიკური და თანამედროვე მიმდინარეობები. 

მიმდინარე სეზონზე კლუბს მრავალ სიახლესთან ერთად ახალი მიმართულება ანტიგრავიტაციული იოგა და ლათინური ცეკვების კლასიც დაემატა. ცეკვების კლასს პროფესიონალი კუბელი მოცეკვავეები ასწავლიან. იოგის მეცადინეობებს კი რიშიკეშიდან მოწვეული ინდოელი მასწავლებლები ატარებენ, რომლებიც ვარჯიშებთან ერთად სპეციალურ ტიბეტურ და ტაილანდურ მასაჟის კურსაც სთავაზობენ ქართველ მომხმარებელს. 


დღესდღეობით კლუბში განსაკუთრებით პოპულარულია ისეთი მიმართულებები, როგორიცაა აშტანგა, ჰათჰა, კუნდალინი, ვინიასა და კლასიკური იოგის სხვადასხვა მიმდინარეობები. მოთხოვნიდან გამომდინარე დიდი ყურადღება ეთმობა წონის კორექციის კურსს, რომლის ფარგლებში მუშავდება სპეციალური ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამა, რაც გულისხობს კონსულტაციებს და ვარჯიშების კურსის შედგენას ინდივიდუალურად თითოეული მსურველისთვის. 

"ჩვენი მიზანია მაქსიმალურად ვუპასუხოთ მომხმარებლის მოთხოვნებს და მეტი და მეტი სრულფასოვანი და დახვეწილი მომსახურება შევთავაზოთ ქართველ მომხმარებელს". - განაცხადა ცენტრის ხემძღვანელმა ედიტა დანილიანმა. "ახალი მიმართულებები, რომელიც წამყვან სპეციალისტებთან ერთად დავგეგმეთ სწორედ მომხმარებლის მოთხოვნებიდან გამომდინარე მოვარგეთ კლუბის გრაფიკს. ჩვენთან ვარჯიში და განტვირთვა მოსახერხებელია, როგორც დაკავებული ადამიანისთვის, ასევე მათთვის ვისი გრაფიკიც შედარებით მოქნილია. რაც მთავარია ჩვენი მთავარი მიზანია იოგას ცენტრი იყოს არა მხოლოდ ის ადგილი, სადაც მომხმარებელი დაუფლება იოგის კონკრეტულ მიმართულებებს, არამედ ისიამოვნებს, განიტვირთება სტრესისა და დაძაბულობისგან და გაიუმჯობესებს საკუთარ ჯანმრთელობას".

ახალი სეზონის დაწყებასთან ერთად კომპანიამ სპეციალური შეთავაზება-საჩუქარიც მოუმზადა კლუბის როგორც მუდმივ, ისე ახალ წევრებს. იოგის მოყვარულებს კი ქავთარაძის ფილიალში სრულიად ახალი და ინოვაციური ანტიგრავიტაციული იოგის კლასი უკვე იწყებს მსურველების ჩაწერას.

###
დამატებითი ინფორმაციის მიღება კლუბში მიმდინარე სიახლეების შესახებ შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: https://www.facebook.com/anandatbilisi. 

 

წაკითხულია: 2619