პრესრელიზი
12 აპრილი, 2015
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
მაიკო ჩიტაშვილი
საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი
593260609
maiko@publicity.ge
ანანდას ცენტრმა ინდოეთის ელჩს უმასპინძლა
საქართველოში მსოფლიო იოგის დღე აღინიშნება
ელჩისა და ცენტრის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი ორ დღეს გაგრძელდა და იგი მოიცავდა სხვა იოგის ცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრას, ინფორმაციის გაცვლასა და იმ იოგის ცენტრებთან დაკავშირებას, რომლებიც ასევე გადაწყვეტენ ჩაერთონ მსოფლიო მარათონში.
ვიზიტის დასასრულს ბატონი ელჩი, ინდოეთის საელჩოს კულტურის ატაშე და საქართველოში პროექტის კომუნიკაციების ხელმძღვნელი ქალბატონი მაიკო ჩიტაშვილი საქმიანი ვიზიტით ქალაქ თბილისის ვიცე მერს ბატონ ირაკლი ლეკვინაძეს შეხვდნენ, სადაც ასევე განიხილეს დედაქალაქის მსოფლიო მარათონში ჩართვის საკითხი.
მსოფლიო იოგის დღე წელს პირველად ჩატარდება და მასში მონაწილეობის სურვილი უკვე ასობით ქვეყანამ და ქალაქმა გამოთქვა. ღონისძიების მიზანია ჯანრთელი ცხოვრების პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება იოგის შესახებ. მსოფლიო იოგის დღე გინესის რეკორდსმენობასაც გეგმავს, როგორც ყველაზე მასშტაბური მარათონი იოგის ისტორიაში.