ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ანდრო ბარნოვი DRC-ს და SDC-ს წარმომადგენლებს შეხვდა
25/01/2013
 
 

 

პრესრელიზი


25 იანვარი, 2012 
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის 

საკონტაქტო ინფორმაცია:
ნათია ომაძე
+ 995 370 27 80 10
+995 77 95 77 57

shidakartli1@gmail.com   

ანდრო ბარნოვი  DRC-ს და SDC-ს  წარმომადგენლებს შეხვდა

შიდა ქართლის გუბერანტორმა საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრები დაიწყო. ანდრო ბარნოვი  დანიის ლტოლვილთა საბჭოს (DRC) სამხრეთ კავკასიის ოფისის რეგიონალურ წარმომადგენელს პოლ მაკინტოშს, პროგრამის მენეჯერს დასავლეთ საქართველოში ბლერიმ მუჰაჯერს და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროგრამების უფროს ოფიცერს, თამუნა წივწივაძეს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა რეგიონში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო  ერთობლივ პროექტსაც, რომელიც პირველ ეტაპზე სოფელ ერგნეთში ომის შედეგად დაზიანებული 50 საცხოვრებელი სახლის გადახურვას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას  გულისხმობს.  პროექტი ასევე ითვალისწინებს სოფელ ერგნეთის სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების  კვლევას და მცირე გრანტების პროგრამის განხორციელებას. პროექტის ფარგლებში სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო და ანდრო ბარნოვი მის მიმდინარეობას პროექტის  დონორთან და ხელმძღვანელებთან ერთად ადგილზე გაეცნობა.

გუბერნატორმა აღნიშნა, რომ სასურველია, შიდა ქართლში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მუშაობამ განვითარების პროექტებიც მოიცვას და, ამ მიზნით, სააგენტოს ტექნიკური თანამშრომლობის დეპატრანენტთან ურთიერთობის სურვილი გამოთქვა. იმის გამო, რომ აღნიშნული მიმართულებით სააგენტო აქტიურად მუშაობს საქართველოს სხვა რეგიონებში, შედგა შეთანხმება, რომ უახლოეს მომავალში გუბერნატორი სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ეწვევა რამდენიმე ობიექტს სამეგრელოში, რათა ადგილზე შეისწავლოს შიდა ქართლში მსგავსი პროექტების წამოწყების პერსპექტივები.

ანდრო ბარნოვმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა, რომ საზოგადოების გაძლიერებისათვის უმნიშვნელოვანესია საზოგადოებრივი და ბიზნეს ინიციატივების ხელშეწყობა და მადლობა გადაუხადა სტუმრებს ამ მიმართულებით დღემდე გაწეული დიდი შრომისათვის.

წაკითხულია: 2343

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში