ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ანდრო ბარნოვი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
13/02/2013
 
 

პრესრელიზი

13 თებერვალი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ნათია ომაძე
+ 995 370 27 80 10
+995 77 95 77 57

shidakartli1@gmail.com

ანდრო ბარნოვი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

შიდა ქართლის გუბერნატორი ანდრო ბარნოვი რეგიონში მოქმედი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტში გაიმართა ამავე ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით. შეხვედრას 30 -მდე ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომლებიც სხვადასხვა სახის პროექტებს ახორციელებენ რეგიონში, როგორიცაა უფასო იურიდიული მომსახურების,  ინფრასტრუქტურულ, საგანმანათლებლო, უსაფრხოების, სოციოლოგიური კვლევების, ქალთა უფლებების  დაცვის, იძულებით ადგილნაცვალი პირების, შემოსავლების ზრდაზე ორიენტირებული და ბიზნეს-პროექტები და სხვა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი იყო ორგანიზაციების საქმიანობაზე,  საქმიანობაში ხელისშემშლელ ფაქტორებზე, რეგიონში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე, ასევე  ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე.

,,მიხარია, რომ რეგიონში მოქმედებს ძალიან ძლიერი გუნდი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კომპეტენტური და მოტივირებული ადამიანები არიან ჩართულნი ამ ორგანიზაციების საქმიანობაში. იმედი მაქვს, რომ ჩვენი და არასამთავრობო სექტორის  ურთიერთობა გაგრძელდება და მიმართული იქნება იმისაკენ, რომ მთლიანად რეგიონში გაუმჯებესდეს მდგომარეობა," აღნიშნა ანდრო ბარნოვმა

შეხვედრაზე სოლიდარობის ფონდის შექმნის იდეაც გაჩნდა, რომელიც ნებაყოფლობითი შემოწირულობებით შეივსება და სოლიდარობის განცდას გააღვიძებს ხალხში. შემოწირული თანხა კი მოხმარდება სოციალურად დაუცველ ოჯახებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, უმწეოებს და მარტოხელა ადამიანებს.

წაკითხულია: 2344

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში