ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ანდრო ბარნოვი გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს ესტუმრა
27/02/2013
 

პრესრელიზი

26 თებერვალი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ნათია ომაძე
+ 995 370 27 80 10
+995 77 95 77 57

shidakartli1@gmail.com

ანდრო ბარნოვი გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს ესტუმრა

შიდა ქართლის გუბერნატორი ანდრო ბარნოვი გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს  ესტუმრა. გუბერნატორი ცენტრის საქმიანობით, ვიზიტორების რაოდენობით, აღნიშნულ  სფეროში არსებული პრობლემებით და რეგიონში ტურიზმის განვითარების ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორებით  დაინტერესდა.

ცენტრის წარმომადგენლების ინფორმაციით, გახსნიდან (25.04.2011) დღემდე ცენტრის მომსახურებით 22 570-მდე ტურისტმა ისარგებლა. ბოლო პერიოდში კი რეგიონით დაინტერესებულ ტურისტთა რიცხვი საგრძნობლად იზრდება. პარალელურად საჭიროა ტურისტული ინფრასტრუქტურის  განვითარებაც, რაც  ცენტრის თანამშრომელთა ინფორმაციით რეგიონში მიზანმიმართულ მუშაობას საჭიროებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ქალაქებში არ არსებობს გასართობი ცენტრები, ტურისტულ ობიექტებთან მისასვლელი გზები მოუწესრიგებელია და სხვა.

ბარნოვის აზრით, რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის ბიზნესმენების დაინტერესებაა საჭირო, რისთვისაც  ერთობლივი ღონისძიებები დაიგეგმა;  მომზადდება ბიზნეს შეთავაზებების პაკეტი, მოეწყობა  ტური  ბიზნესმენებისათვის საინტერესო ობიექტებში, რაც წაახალისებს და დააინტერებს ქართველ და უცხოელ ინვესტორებს.

 

 

 

წაკითხულია: 2449

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში