ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ანდრო ბარნოვი იგოეთის მოსახლეობას შეხვდა
14/03/2013
 

პრესრელიზი

14 მარტი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ნათია ომაძე
+ 995 370 27 80 10
+995 77 95 77 57

shidakartli1@gmail.com

ანდრო ბარნოვი იგოეთის მოსახლეობას შეხვდა

შიდა ქართლის გუბერნატორი ანდრო ბარნოვი კასპის რაიონის სოფელ იგოეთის მაცხოვრებლებს შეხვდა, რომლებიც პროტესტის გამოსახატად დღეს დილით ქუჩაში იყვნენ გამოსულნი. იგოეთელების განცხადებით მოსახლეობის დიდ ნაწილს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ბარათი არ მიუღია, მათი ნაწილი სიაში არაა, ნაწილი კი არასწორადაა აღრიცხული. იგოეთელები სოფლის ახლადდანიშნულ რწმუნებულს კობა ჩიტაშვილს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად მათ  არაერთხელ მიმართეს რწმუნებულს, მაგრამ შედეგი არ ჩანს.

ანდრო ბარნოვი  იგოეთელებს ვითარებაში უკეთ გარკვევას დაპირდა და აღნიშნა, რომ აღნიშნული პრობლემის შესახებ საქმის კურსში კასპის საკრებულოსაც ჩააყენებს. გუბერნატორის  განცხადებით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ბარათების განაწილებაში პრობლემები ქვეყნის მასშტაბით არსებობს, რაც იმის შედეგია, რომ  სოფლის მეურნეობის პროგრამას  ახალი ხელისუფლება ნაჩქარევად ახორციელებს.

 

 

წაკითხულია: 2387

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში